თენგიზ ცერცვაძე - ნუ გავთამამდებით, ჯერ ნუ ვიტყვით უარს პირბადის ტარებასა და ვაქცინაციაზე - გულისტკივილით ვნახე, რომ გუშინ სულ 124 ადამიანი აიცრა

ნუ ვიტყვით ჯერ უარს პირბადის ტარებაზე და რაც მთავარია, ვაქცინაციაზე. ძალიან გულისტკივილით ვნახე, რომ გუშინ სულ 124 ადამიანი აიცრა. ეს არის მიზერი, არაფერი, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელსაც "ფაიზერის" ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა გამოუყენებელი დარჩა.

"რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, რომელიც ბოლო დროს გამოჩნდა, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილეც. ზედმეტად ნუ გავთამამდებით. ნუ ვიტყვით ჯერ უარს პირბადის ტარებაზე და რაც მთავარია, ვაქცინაციაზე. აი, ძალიან გულისტკივილით ვნახე, რომ გუშინ სულ 124 ადამიანი აიცრა. ეს არის მიზერი, არაფერი.

იმ დღეს პაატა იმნაძე წერდა გული დამეწვაო და მეც გული დამეწვა, როდესაც ალბათ მოგვიხდება რამდენიმე ასეული ათასი დოზის ადრე შემოტანილი ვაქცინის "ფაიზერის" გადაყრა, განადგურება. არ მოიძებნება მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა საშუალება "ფაიზერის" ვაქცინაციის და რამდენიმე ასეული ათასი დოზა გამოუყენებელი დარჩა.

დამიჯერეთ, ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია! იმიტომ რომ, რომც არ გაჩნდეს ახალი შტამი, მაინც ვარაუდია, რომ კორონა მთლიანად არ გაქრება და ის პანდემიურიდან ენდემიურ რეჟიმში გადავა, ანუ პერიოდულად მაინც იქნება კერები, მათ შორის საქართველოში", - განაცხადა ცერცვაძემ.

მან ვაქცინაციის წახალისების მექანიზმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭომ და იმუნიზაციის საბჭომ ვერ მიაგნო ეფექტურ გზას, რომელიც მოსახლეობას აცრაში დაარწმუნებდა და იმუნიზაციის გეგმა შესრულდებოდა, რომელიც ივლისამდე, მოქალაქეების 70% აცრას ითვალისწინებს.

"200 ლარი პირველ დოზაზე და კიდევ 100 ლარი "ბუსტერზე", ბევრისთვის ეს არც თუ მცირე თანხაა, მაგრამ მაგანაც ვერ გამოიღო ეფექტი", - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა