ვლადიმერ პუტინმა დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში, დუმაში რატიფიცირებისთვის წარადგინა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც ხელი 2021 წელს მოეწერა.

ამ დოკუმენტით, მოქალაქეებს შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არსებული მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.

დოკუმენტის თანახმად, პირი, რომელიც ე.წ. ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლება ექნება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მუდმივად იცხოვრებს. ეს ნორმა ვრცელდება, ასევე, სამხედრო სამსახურის გავლაზე.

რატიფიცირების შემთხვევაში, დოკუმენტი ხუთი წლის ვადით იმოქმედებს და ის ავტომატურად გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე მხარე მისი შეწყვეტის სურვილს არ გამოთქვამს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია