„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრორუსული დისკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ პროპაგანდისტული მედიაკამპანიის წარმოებისთვის საჭირო ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორებიცაა ყალბი კონტენტი, მანიპულაციური ფოტო- და ვიდეომასალა, საფრთხის შემცველია.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათი საქმიანობისა და ფინანსური რესურსების შესწავლა სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს.

მათი განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, „ალტ-ინფო“ საგანგებო ეთერში ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს და უზრუნველყოფს საკუთარ მიმდევრებს შორის დეზინფორმაციის სწრაფ გავრცელებას.

„2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პარალელურად, კრემლისტური მედია საინფორმაციო ომს აქტიურად აწარმოებს. ამ სადეზინფორმაციო კამპანიაში საქართველოში ულტრამემარჯვენე რიტორიკით გამორჩეული მედიაპლატფორმებიც მონაწილეობენ. მათი მთავარი მიზანია რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია. საქართველოში კრემლისტური ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა ღიადაა მიმართული დასავლური საგარეო ვექტორის შეცვლისა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში კრემლის პოლიტიკასთან ღიად აფილირებული მედიისა და სოციალური ქსელების დახმარებით ავრცელებენ დეზინფორმაციულ ნარატივებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. მათ შეუზღუდავი წვდომა აქვთ ფართო აუდიტორიაზე, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის საზოგადოებრივ აზრზე პრორუსული გავლენების გასაძლიერებლად. საინფორმაციო ომიდან მომდინარე საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ონლაინ პლატფორმებზე ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგიური პროპაგანდის გამოვლენა და ამ მიზნით სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების დეზინფორმაციული რიტორიკისა და ძირითადი დისკურსის ანალიზის მიზნით, წინამდებარე ანგარიშში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 2022 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებს აჯამებს. საანგარიშო პერიოდში, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შინაარსის მქონე 450 შემთხვევა გააანალიზა. ანგარიშში ასევე განხილულია ულტრამემარჯვენე ლიდერების პოლიტიკური შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ღიად პრორუსული განწყობის მქონე პოლიტიკური სუბიექტები საინფორმაციო ომს აწარმოებენ კოორდინირებული ქსელის საშუალებით, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფები და გვერდები.

საინფორმაციო ომში, ძირითად კრემლისტურ ულტრამემარჯვენე პლატფორმას წარმოადგენს „ალტ-ინფო“, რომელიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“. ომის ფონზე, „ალტ-ინფო“ საგანგებო ეთერში ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რაც შემდგომ ფეისბუქ აუდიტორიაში „კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებული შიდა ჯგუფებისა და გვერდების მეშვეობით ვრცელდება. კოორდინირებული მოქმედებით „ალტ-ინფო“ უზრუნველყოფს საკუთარ მიმდევრებს შორის დეზინფორმაციის სწრაფ და სტაბილურ გავრცელებას. გარდა ამისა, „ალტ-ინფოს“ გუნდი აქტიურად იყენებს როგორც სატელევიზიო და Youtube არხებს, ასევე, ტელეგრამ სივრცესაც. ჰაკერთა ჯგუფმა მათი ოფიციალური ვებგვერდი 26 თებერვალს გათიშა.

საანგარიშო პერიოდში უკრაინის მადისკრედიტებელი მედიაკამპანია გააქტიურდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქგვერდ „კარდჰუზეც.“ იდენტური პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა ონლაინმედია „საქინფორმი“ და „News Front”. მათ პლატფორმებზე ქვეყნდება სტატიები, სადაც ავტორები ღიად ეწევიან ნატოს სამხედრო ალიანსისა და აშშ-ს დემონიზაციას, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით იმეორებენ კრემლისტურ ნარატივს, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის.

საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გაფართოვდა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ აუდიტორია, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზეა შექმნილი. მთელი საქართველოს მასშტაბით მათ ათობით რეგიონული ოფისი გახსნეს (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, სვანეთსა და კახეთში). პარტიის ლიდერებმა მარტის ბოლომდე 84 ოფისის გახსნა დააანონსეს. იმ ფონზე, რომ პარტიის ოფიციალური შემოსავალი დაარსების დღიდან მხოლოდ 36 675 ლარს შეადგენს, ყოველკვირეულად იზრდება ოფისების რაოდენობა.

შესაბამისად, ჩნდება კითხვები პარტიის ფინანსური რესურსების შესახებ. ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარემ ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ მათი ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე მორგოშია და უარყო პარტიისა და „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში შავი ფულის არსებობა. თავის მხრივ, ოფიციალური წყაროების მიხედვით, „ალტ-ინფოს“ დაფინანსება 2021 წელს 269 447 ლარი იყო.

რუსეთის მხარდამჭერი გზავნილები შეიმჩნევა ულტრამემარჯვენე ლიდერთა რიტორიკაშიც. ალექსანდრე ფალავანდიშვილმა პროდასავლური ძალები დაადანაშაულა ომის პროვოცირებაში და კეთილგონივრულ პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის. რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე ლიდერი ლევან ვასაძეც. მან რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხედ შეაფასა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მცდელობა და საქართველო ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატად შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერის ნაცვლად, გაჩუმებისკენ მოუწოდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ პროპაგანდისტული მედიაკამპანიის წარმოებისთვის საჭირო ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორებიცაა ყალბი კონტენტი და მანიპულაციური ფოტო- და ვიდეომასალა, საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მათი საქმიანობისა და ფინანსური რესურსების შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას