სალომე სამადაშვილი დავით ნარმანიას - იქნებ მოვისმინოთ ახსნა, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება მკვეთრად არის გაზრდილი?!

იქნებ მოვისმინოთ ახსნა, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ გასული წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე ენერგეტიკის სფეროში არის მკვეთრად გაზრდილი?! თუ ეს ასე არ არის, გთხოვთ წარმოადგინოთ სტატისტიკური მონაცემები, - ამ შეკითხვით პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას მიმართა.

სამადაშვილის განცხადებით, ციფრები, რომელიც ჩვენ ენერგეტიკის სფეროში, რუსეთთან მიმართებით გვაქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია და იმპორტირებული ელექტროენერგიის 60%-ს სწორედ რუსეთიდან ვიღებთ.

,,ჩემი შეკითხვა ეხება ქვეყნის მთავარ გამოწვევას - ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. თქვენგან უნდა მოვისმინოთ გასაგებად ახსნილი პასუხები საზოგადოებისთვის. დღეს, როდესაც რუსეთის თავდასხმის ფონზე მთავარ დღის წესრიგს წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნებისთვის, საინტერესო იქნებ მოვისმინოთ ახსნა, როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომ გასული წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე ენერგეტიკის სფეროში არის მკვეთრად გაზრდილი. თუ ეს ასე არ არის, გთხოვთ წარმოადგინოთ სტატისტიკური მონაცემები. ციფრები, რომელიც ჩვენ გვაქვს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, ელექტროენერგიის იმპორტი 2014 წლის შემდეგ გაორმაგებულია და 60%-ს ვიღებთ იმპორტირებული ელექტროენერგიის რუსეთიდან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მხოლოდ 1 წლის მანძილზე 12%-ით გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ენერგომატარებელი ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში. როდესაც კახა კალაძე იყო ენერგეტიკის მინისტრი, საზოგადოებას ატყუებდა, გაიძურწა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე და გვატყუებდა, რომ ენერგეტიკის სისტემის დივერსიფიკაციას ახდენდა, რა იყო ამ დივერსიფიკაციის მიზანი, რომ რუსეთზე მეტად დამოკიდებული გავმხდარიყავით"? - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს