ანონსი 17 მარტი

17 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მუსიკოსი დათო ევგენიძე, მსახიობი გიორგი გურგულია, მედიაპროექტ „მოიტანე ამბის“ ხელმძღვანელი მერაბ ხიდაშელი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: „მედიაპროექტი „მოიტანე ამბავი“ იწყება, რომლის ფარგლებში თბილისში, 4 ცენტრალურ მეტროსადგურთან ვიდეოებით აღჭურვილი კაბინები დაიდგმება, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე საუბარი და ვიდეოს ჩაწერა შეეძლება. პროექტი საბოლოოდ დოკუმენტური ფილმის სახეს მიიღებს“.
მის:კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
17 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
17 მარტს, 14:00 საათზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 101 წლისთავის აღსანიშნავად „ჭავჭავაძის ცენტრს" საჩუქრად ისტორიული არტეფაქტი გადაეცემა.
საკონტაქტო: ნინო კალანდაძე - 577 986 868
17 მარტს, 15:00 საათზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ, GDI-ს თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხს განიხილავს. სხდომა ონლაინ რეჟიმში ტარდება და მისი ტრანსლირება კომისიის ოფიციალური „Youtube - არხის“ მეშვეობით მოხდება.

























