დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 5 ოჯახს ბინები გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
„დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს თბილისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე. დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.