,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას“ (SMEDA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას.

მათივე ცნობით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების დანერგვა/პოპულარიზაციას და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის მედიაციის მექანიზმის ხელმისაწვდომობას.

„მემორანდუმის ხელმოწერამდე სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა სამომავლო ერთობლივი აქტივობები, რომლებიც ხელშემწყობი იქნება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, მედიაციის მექანიზმის ინტეგრაციის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის“ (SMEDA) აღმასრულებელმა დირექტორმა - გიგა ფაიქიძემ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა