ანონსი 18 მარტი

ანონსი 18 მარტი

18 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს" საპარლამენტო გუნდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ონლაინ მიმართვის თაობაზე ბრიფინგს გამართავს.

პარლამენტი, სხდომათა დარბაზი

18 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ანგარიშის „ანტიკორუფციული სააგენტო - სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: რუსთაველის გამზირი N13

საკონტაქტო: 599 899 627

18 მარტს, 11:00 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობა „რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაში“ კვლევის პრეზენტაციას და საჯარო დისკუსიას გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

მის: ლადო გუდიაშვილის ქუჩა N3. (სასტუმრო „უინდემ გრანდ თბილისი/ Hotel wyndham Grand Tbilisi” ).

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 024 021, ანი გაბელია - 551 633 644

18 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში, სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელი 10 ნაბიჯის შესახებ ხედვას წარადგენს.

თემა: ჭოველიძის 4

18 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ვუოკატი, 2022).

მის: მაჩაბლის 11

18 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 მარტს, 13:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტში კონფერენცია „რუსეთის ომი უკრაინაში“ გაიმართება.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგებიან: ბობ ჰამილტონი (აშშ-ს საელჩო), ჯონ ბუშიჰედი (აშშ-ს არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი), ბათუ ქუთელია (ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი), ანდრო გოცირიძე (კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელი) და გიგა ლემონჯავა (ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი).

მის: უნივერსიტეტის ქუჩა N2

საკონტაქტო: 598 12 58 48

18 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოში უკრაინის საელჩოში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 76-გ