ანონსი 21 მარტი

ანონსი  21 მარტი

21 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც დაუნის სინდრომის ასოციაციას და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს უმასპინძლებენ.

მის: თავისუფლების 2.

21 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

21 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „საწვავის ფასის ზრდა - ობიექტური ფაქტორების, თუ კომპანიების მხრიდან ხელოვნური მანიპულაციების შედეგი.

ნავთობკომპანიები, რომელთა უკანაც რუსული კომპანიები დგანან - მოსალოდნელია, თუ არა ფასის კიდევ უფრო ზრდა, ან პრობლემები მოწოდების კუთხით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „საწვავის ფასის ზრდა - ობიექტური ფაქტორების, თუ კომპანიების მხრიდან ხელოვნური მანიპულაციების შედეგი.

ნავთობკომპანიები, რომელთა უკანაც რუსული კომპანიები დგანან - მოსალოდნელია, თუ არა ფასის კიდევ უფრო ზრდა, ან პრობლემები მოწოდების კუთხით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მარტს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, შეთავაზება ხელისუფლებას და ვიზიტი ბრიუსელში.

მის: პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

21 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 მარტს, 13:00 საათზე, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდი გამართავს ბრიფინგს.

თემა: „ოცნების კონსტიტუციურ-პოლიტიკური დავა პრეზიდენტთან“.

მის: პარლამენტი, სხდომათა დარბაზთან

21 მარტს, 13:00 საათზე, ადვოკატის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ძმები ზუბალაშვილების #11

საკონტაქტო პირი 555451001

21 მარტს 13:00 საათზე, სამირა ბაირამოვას მუქარის საქმეზე საიას თავმჯდომარე მარნეულის რაიონულ პროკურატურას დამატებითი განცხადებით მიმართავს, რომლითაც მოითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, საქმის მასალების გაცნობას, მუქარის განმახორციელებელი ყველა პირის დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას და დასჯას.

მის: მარნეული, რუსთაველის #1

21 მარტს, 13:00 საათზე, საგარეჯოში „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა ქვლივიძე, პარტიის წევრები და ადგილობრივი აქტივისტები „ალტ ინფოს“ მხრიდან მათი მისამართით განხორციელებული მუქარის ფაქტების შესახებ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მის: საგარეჯო, USAID ის ადგილობრივ ოფისი.