ვოლოდიმირ ზელენსკი - აუცილებლად ჩამოვაგდებთ მფრინავს, რომელმაც მარიუპოლის სკოლა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლის ხელოვნების სკოლაზე ავიაიერიშის განხორციელების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მისი თქმით, მარიუპოლის ხელოვნების სკოლას, რომელიც რუსულმა ძალებმა დაბომბეს, 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები აფარებდა თავს.

"ისინი ნანგრევების ქვეშ არიან. ახლა ჩვენ არ ვიცით, რამდენი ცოცხალია, მაგრამ ვიცით, რომ აუცილებლად ჩამოვაგდებთ მფრინავს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს