აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე - აშშ-ს შეუძლია კიდევ უფრო გააფართოვოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დეილიპ სინგი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს ისე, რომ ამ სანქციებმა „რუსეთის ეკონომიკის მძლავრ სიმაღლეებს“ მიაღწიოს.

„შეგვიძლია გავაფართოვოთ ჩვენი სანქციები. მივიღოთ ზომები, მივიღოთ სანქციები, რომლებიც უკვე გამოვიყენეთ, გამოვიყენოთ ისინი კიდევ უფრო მეტ სექტორში. მეტი ბანკი, მეტი სექტორი, რომლებსაც ჩვენ არ შევხებივართ“,- აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი განმარტებით, საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა სექტორებზეც.

„ეს ძირითადად ნავთობსა და გაზს ეხება, მაგრამ არის სხვა სექტორებიც. არ მსურს მათი დაკონკრეტება, მაგრამ ვფიქრობ, პუტინი გაიგებს, რას გულისხმობს ეს“,- აღნიშნა დეილიპ სინგმა.

მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ზეგავლენაზეც ისაუბრა.

„პუტინი საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას თვითიზოლაციაში აქცევს. რუსეთი ახლა სწრაფად მიუყვება გზას 1980-იანი წლების საბჭოთა ცხოვრების სტანდარტებისკენ. ის უყურებს ეკონომიკურ უფსკრულს და ეს არის პუტინის არჩევანის შედეგი. ეს არის პუტინის ომი. ეს არის პუტინის სანქციები და ეს არის პუტინის გაჭირვება, რომელშიც ის რუს ხალხს აყენებს“, - თქვა სინგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა