მიხეილ ჩხენკელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

„21 მარტს საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 2022 წელს მთავარი გზავნილია – #ინკლუზიანიშნავს – ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.

ჩვენი გუნდის მიზანი სწორედ ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა გახლავთ, რაც ყველას განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება ხომ თითოეული ადამიანის უფლებაა.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ კი, აუცილებელია საზოგადოებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა. ამ მიზნის მიღწევა კი ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“, - აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და ჩვენი ქვეყანა მას 2012 წლიდან, უკვე მეთერთმეტედ უერთდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია