პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევი საქართველოს შესახებ რეპორტაჟს მოამზადებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული ბრიტანული ციფრული გზამკვლევის Bradt Travel Magazine-ის ფოტორეპორტიორს მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში, გამოცემის წარმომადგენელი ჯულიან ელიოტი თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს, ქუთაისს, ენგურჰესს, მესტიას, უშგულს, მარტვილის კათედრალსა და მარტვილის კანიონს დაათვალიერებს.

მათივე ცნობით, 9 - დღიანი ტურის ფარგლებში, ფოტორეპორტიორი საქართველოს ტურისტულ ადგილებს გადაიღებს და ბრიტანული ციფრული გზამკვლევისთვის ფოტო-რეპორტაჟს მოამზადებს, სადაც ქართული კულტურა, ქალაქები, სამთო კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება, ბუნება და სამზარეულო იქნება აღბეჭდილი.

პრეს-ტურის მიზანი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა.

“პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, წარმოშობით ბრიტანელი, მაგრამ საფრანგეთში ვცხოვრობ. ჩამოვედი საქართველოში, რომ გადავიღო. ჩემთვის საინტერესოა ეს რეგიონი, რადგან მასზე ბევრი რამ წავიკითხე. მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ნანახი და დარწმუნებული ვარ, ჩემი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრს გაუჩნდება საქართველოს მონახულების სურვილი.

ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს ბრიტანული ჟურნალები და გზამკვლევები გამოაქვეყნებენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოებს აქვეყნებენ. სვანეთის რეგიონს და მთლიანად საქართველოს კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოვუტან და ამ ულამაზესი მხარის შესახებ ადამიანებს ინფორმაციას მივაწვდი”, - აღნიშნა ფოტორეპორტიორმა, ჯულიან ელიოტმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ციფრულ გზამკვლევს Bradt Travel Magazine ყოველთვიურად 30 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ონლაინ გამოცემას ვებ-გვერდზე თვეში 120 ათასი მკითხველი სტუმრობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი