2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 17 229.9 მლნ ლარს გაუტოლდა

2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 229.9 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 13.4 პროცენტით გაიზარდა.

„2021 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (40.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (11.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (15.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (72.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (34.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (56.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (31.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (10.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (14.4 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-33.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.5 პროცენტი) და შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის (-36.1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.3 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), მშენებლობა (8.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაზუსტებული მონაცემები 2022 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო