„საქსტატი“ - იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 54.5%-ით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51.7%-ით გაიზარდა და 555.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (90.0 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (83.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (80.2 მლნ. აშშ დოლარი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები 156.3 მლნ. აშშ დოლარით არის წარმოდგენილი. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.1%), ხოლო მესამე ადგილს კი 58.2 მლნ. აშშ დოლარით აზოტოვანი სასუქები იკავებს (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5%).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო