საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაწყებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის - გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენება.

„საქართველოს საელჩო უკრაინაში აქტიურად მუშაობს საქართველოს დაღუპული მოქალაქეების - გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხედრების ქალაქ ლვოვში გადასვენების პროცესი, რაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მოითხოვს გარკვეულ დროს, ქალაქ ლვოვიდან მოხდება დაღუპული მებრძოლების პოლონეთის გავლით სამშობლოში გადმოსვენება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში 18 მარტს დაიღუპნენ. უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ირპენში დაბომბვაში, დაახლოებით, 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, პოლკოვნიკ ბახვა ჩიქობავას, ის მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა