ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ Boeing 737-ში 133 მგზავრი იყო. ის ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა.

ადგილობრივი მედია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ასევე, ჯერ არ სახელდება ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი. ის ქალაქ კუნმინგიდან თბილისის დროით 09:11 საათზე გაფრინდა. მისი დაფიქსირება ბოლოს თბილისის დროით 10:22 საათზე 980 მეტრის სიმაღლეზე მოხდა, ის თითქმის 700 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა