21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2021 წელს მომზადდა 16 პროექტი და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში 444 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის, გაგრძელდა ქ. ქუთაისთან მუხნარი ტყის (საღორიის ტყე) აღდგენის სამუშაოები 272 ჰექტარ ფართობზე. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი ტყის საერაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.

„ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა