თბილისის საკრებულოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საკრებულოს ცნობით, დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრებს, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, USAID, RTI Intenatinal საბაზისო განათლების პროგრამის ინკლუზიური განათლების დირექტორი ეკა დგებუაძე და დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ გახსნა.

ზურაბ აბაშიძემ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნისა და მასში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ გამოფენას ერთად ვმასპინძლობთ. მადლობა ბავშვებს სტუმრობისთვის, არაჩვეულებრივი ნამუშევრებისთვის, რომ გაგვიფერადეს დღევანდელი დღე. წლევანდელი კამპანიის გზავნილი "ინკლუზია ნიშნავს" გულისხმობს ინკლუზიური გარემოს შექმნას ჩვენთვის, ყველასთვის! სწორედ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად, თბილისის საკრებულომ, მერიამ, თითოეულმა ჩვენგანმა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვახერხოთ ყველა არსებული გამოწვევის დაძლევა, ამ ბავშვებისა და მოზარდების მომავალი წარმატებისთვის, განათლებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე წელს, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ეგიდით ტარდება.

“საკრებულოს წევრები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ვუერთდებით, რომლის გზავნილია „ინკლუზია ნიშნავს“ და ვერთვებით კამპანიაში #წინდამინდა, რომელიც წელს განახლებული ეგიდით - უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ტარდება და წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება.

დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც შშმ პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის პროცესის, ასევე მათი თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრების ხელშეწყობა. ამ დღის აღსანიშნავ ყოველწლიურ კამპანიებში ჩართულობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ამ ადამიანების პროფესიული უნარების განვითარებას და შემდგომში დასაქმებას ემსახურება. ჩვენ შშმ პირებს მხარდაჭერას ვუცხადებთ, მიმდინარე პროცესებში ახლაც აქტიურად ვართ ჩართულები და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ჭრელი წინდების და სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე წარმოდგენილი იყო ფოტო-გამოფენა თანდართული ისტორიებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა