ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად - ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია, მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა

ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყვლადია მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც უკვე წლებია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, რომელიც ახლა უკრაინაშია ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. რას ვგულისხმობ? ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადი და მოწყვლადია მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.

აქვე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც უკვე წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ინტერესს ბოლომდე დავიცავთ“. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა