დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში, მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს

რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება სერიოზულად გააუარესებს ენერგობალანსს ევროპაში. მსგავსი გადაწყვეტილება ყველას დაარტყამს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რეალურად, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების თემა აქტიურად განიხილება. ეს ძალიან რთული თემაა, რადგან მსგავსი ემბარგო მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. ძალიან სერიოზულ და თანაც უარყოფით გავლენას იქონიებს ენერგობალანსზე ევროპის კონტინენტზე. ამასთან, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეეხება და თავს ბევრად უკეთ იგრძნობს, ვიდრე ევროპელები. ევროპელებისთვის რთული იქნება. სავარაუდოდ, ეს სწორედ ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველას დაარტყამს,“- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს „როიტერმა“ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ და ასევე სანქციების მეხუთე ტალღაზე მსჯელობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა