სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩევლის ინფორმაციით, ბელარუსში რიგითი მოქალაქეები რუსეთიდან უკრაინაში მიმავალ მატარებლებს აჩერებენ და სამხედრო ტექნიკას აზიანებენ

ბელარუსის მთავარი ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკა აცხადებს, რომ ბელარუსში რიგითი მოქალაქეები რუსეთიდან უკრაინაში მიმავალ მატარებლებს აჩერებენ და სამხედრო ტექნიკას აზიანებენ.

„ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები რუსულ მატარებლებს აჩერებენ, აღჭურვილობას აზიანებენ და უკრაინაში საბრძოლოდ წასვლისგან პრევენციის მიზნით ბელარუსის ჯარს ბროშურებს [საინფორმაციო] ურიგებენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, - წერს ვიაჩორკა სოციალურ ქსელ ტვიტერში.

ცნობისთვის, სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში გამართული 2020 წლის გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა.

ასევე შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტს ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ჯარი არ შეუერთდება რუსეთის სამხედრო შენაერთებს, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ, თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინის მიმართულებით სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის გადასაადგილებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა