„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულის მექანიზმის აჭარის რეგიონში დანერგვა/პოპულარიზაციას და მედიაციის მექანიზმის ხელმისაწვდომობას, ასევე საზოგადოებაში სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების განხორციელებით მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

„2022 წლისთვის დაგეგმილია რეგიონულ ჭრილში ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნა, რომლითაც შესაძლებლობა მიეცემა საზოგადოებას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის გზით. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მხარს უჭერს როგორც აჭარის რეგიონში სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნას ისე მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დარგის განვითარების ხელშეწყობას.

სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“,- ნათქვამია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო