კობა გვენეტაძე EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank - EIB) რეგიონულმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ შეხვედრაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა გვენეტაძემ EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისა და ქართული ფინანსური სექტორის მიდგომები გააცნო.

„შეხვედრაზე, ასევე, საუბარი პანდემიის ნეგატიურ გავლენებსა და მისი დაძლევის გზებს შეეხო. კობა გვენეტაძემ ვრცლად იმ საგანგებო ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში გადადგა და რომლის შედეგადაც საქართველოს საფინანსო სისტემამ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა.

შეხვედრის დასასრულს კობა გვენეტაძემ საქართველოში EIB-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა