დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია.

„ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა, მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამინისტროს მიერ შეძენილი ტრანსპორტი უფასოდ ემსახურებათ. ქ.ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით.

2022 წელს რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსება, ბენეფიციარებისა და პროგრამებით გათვალისწინებული სეანსების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წელს სამინისტროს პროგრამებით 2000-ზე მეტი ბავშვი ისარგებლებს. დაფინანსდება 15 900 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის კურსი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჩართული არიან ასევე ბათუმის მერიის ადრეული განვითარების პროგრამებში“,-აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა