„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი - იმ ადგილებში, სადაც ბოლო 2 დღის განმავლობაში პრობლემა იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დილიდან აღდგება

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, იმ მონაკვეთებზე, სადაც დიდთოვლობის გამო პრობლემები იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აღდგება.

ფაჩულიას თქმითვე, ამ ეტაპისთვის 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია გამოყენებული, თუმცა, შიდა ქუჩებისთვის და ჩიხებისთვის დამატებით მარილია საჭირო.

„თბილისში დაახლოებით 12 დღეა ინტენსიური თოვაა. ბოლო 3 დღეა, რაც 100%-იანი თოვა გვაქვს, რაც გაწმენდით სამუშაოებს ართულებდა.

„თბილსერვისი“ 24 საათის განმავლობაში აქამდეც ასრულებდა მოვალეობას, თუმცა, ბოლო 3 დღის ინტენსიური თოვის გამო, დამატებითი რესურსის - სპეცტექნიკის გამოყოფა საჭირო გახდა, რაშიც თბილისის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველობა დაგვეხმარა, რის ხარჯზეც ქუჩების გახსნა მოხდა.

გვქონდა რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი: თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, ასევე თბილისიდან კოჯრის, კიკეთის მიმართულებით პრობლემა გვქონდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. მაღალი გამავლობის მანქანებისთვის ყველა გზა გახსნილი იყო. უბრალოდ, შეფერხება იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.

წყნეთის მიმართულებით, გუშინ, რამდენიმე საათში, დილითვე მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. რაც შეეხება კოჯორს და კიკეთს, უკვე დღესაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სპეცტექნიკა მობილიზებულია და ხვალ, დილიდან უკვე იმ ადგილებში, სადაც ბოლო 2 დღის განმავლობაში პრობლემა გვქონდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აღდგება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

გაიწმინდება თუ არა ბორდიულებიც, ფაჩულია პასუხობს, რომ ამას აქამდე აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ინტენსიურად თოვდა.

„ბორდიულებს კი არა, ისეთი თოვა იყო, ცენტრალური გზის გაწმენდას ვერ ვასწრებდით. ძლიერი თოვა, ქარბუქი იყო, შედეგი ფაქტობრივად არ გვქონდა, ცენტრალური გზებიც ვერ გავწმინდეთ, ისე როგორც საჭირო იყო. როცა ასეთი ინტენსიური თოვაა, ბორდიულების გაწმენდას აზრი არ აქვს, ერთ საათში უბრუნდება საწყის მდგომარეობას. „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს უხდის დედაქალაქის მოსახლეობას.

რაც შეეხება მეორე კატეგორიის ქუჩებს, ჩიხებს, ინტენსიური თოვა როცა შეწყდება, აუცილებლად მოვყვებით, ყველა ქუჩას გავწმდენთ, ყველა ბორდიულს დავასუფთავებთ, ეს ისედაც ჩვენს მოვალეობაში შედის, უბრალოდ ამას აქამდე აზრი არ ჰქონდა.

ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება, დღეს, დღის ბოლომდე, თუ ინტესნიური თოვა არ დაიწყო, ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაოებს და ცენტრალური ქუჩები დღეს, დღის ბოლომდე გახსნილი იქნება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი - იმ ადგილებში, სადაც ბოლო 2 დღის განმავლობაში პრობლემა იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დილიდან აღდგება

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, იმ მონაკვეთებზე, სადაც დიდთოვლობის გამო პრობლემები იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აღდგება.

ფაჩულიას თქმითვე, ამ ეტაპისთვის 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია გამოყენებული, თუმცა, შიდა ქუჩებისთვის და ჩიხებისთვის დამატებით მარილია საჭირო.

„თბილისში დაახლოებით 12 დღეა ინტენსიური თოვაა. ბოლო 3 დღეა, რაც 100%-იანი თოვა გვაქვს, რაც გაწმენდით სამუშაოებს ართულებდა.

„თბილსერვისი“ 24 საათის განმავლობაში აქამდეც ასრულებდა მოვალეობას, თუმცა, ბოლო 3 დღის ინტენსიური თოვის გამო, დამატებითი რესურსის - სპეცტექნიკის გამოყოფა საჭირო გახდა, რაშიც თბილისის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველობა დაგვეხმარა, რის ხარჯზეც ქუჩების გახსნა მოხდა.

გვქონდა რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი: თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, ასევე თბილისიდან კოჯრის, კიკეთის მიმართულებით პრობლემა გვქონდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. მაღალი გამავლობის მანქანებისთვის ყველა გზა გახსნილი იყო. უბრალოდ, შეფერხება იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.

წყნეთის მიმართულებით, გუშინ, რამდენიმე საათში, დილითვე მოხდა პრობლემის აღმოფხვრა. რაც შეეხება კოჯორს და კიკეთს, უკვე დღესაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, სპეცტექნიკა მობილიზებულია და ხვალ, დილიდან უკვე იმ ადგილებში, სადაც ბოლო 2 დღის განმავლობაში პრობლემა გვქონდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აღდგება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

გაიწმინდება თუ არა ბორდიულებიც, ფაჩულია პასუხობს, რომ ამას აქამდე აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ინტენსიურად თოვდა.

„ბორდიულებს კი არა, ისეთი თოვა იყო, ცენტრალური გზის გაწმენდას ვერ ვასწრებდით. ძლიერი თოვა, ქარბუქი იყო, შედეგი ფაქტობრივად არ გვქონდა, ცენტრალური გზებიც ვერ გავწმინდეთ, ისე როგორც საჭირო იყო. როცა ასეთი ინტენსიური თოვაა, ბორდიულების გაწმენდას აზრი არ აქვს, ერთ საათში უბრუნდება საწყის მდგომარეობას. „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს უხდის დედაქალაქის მოსახლეობას.

რაც შეეხება მეორე კატეგორიის ქუჩებს, ჩიხებს, ინტენსიური თოვა როცა შეწყდება, აუცილებლად მოვყვებით, ყველა ქუჩას გავწმდენთ, ყველა ბორდიულს დავასუფთავებთ, ეს ისედაც ჩვენს მოვალეობაში შედის, უბრალოდ ამას აქამდე აზრი არ ჰქონდა.

ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება, დღეს, დღის ბოლომდე, თუ ინტესნიური თოვა არ დაიწყო, ფაქტობრივად ვასრულებთ სამუშაოებს და ცენტრალური ქუჩები დღეს, დღის ბოლომდე გახსნილი იქნება“, - განაცხადა ფაჩულიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია