GORBI - ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში

GORBI-ს კვლევის მიხედვით, მსჯელობას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.

რაც შეეხება კითხვას, „რამდენად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მსჯელობას? საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება?“ პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9%კი პასუხობს - არ ვიცი.

გამოკითხულთაგან, რომელთა შორის იყვნენ როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასეთი სურათი იკვეთება - იმას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ ახლაც და მომავალშიც თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება ეთანხმება „ოცნების“ მხარდამჭერების 94% და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 55%.

კვლევა "ტელეიმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გორბიმ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა