ისრაელის პრემიერი - რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია

რუსეთს აღარ სურს ზელენსკის შეცვლა ან უკრაინის დემილიტარიზაცია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ისრაელის მედიასაშუალების ცნობით, როგორც მან აღნიშნა, ხოლო უკრაინა აღარ ითხოვს ნატო-ში გაწევრიანებას.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ შუამავლობას, მაგრამ წინ დიდი გზაა. ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს. ეს კომუნიკაცია გულწრფელი, ღიაა და შესაძლოა რამეს მივაღწიოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სხვა მეგობრებთან ერთად მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა