უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს

უკრაინის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Fox news-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ განცხადებაში სააგენტომ აღნიშნა, რომ რეგიონში აღარ არიან მეხანძრეები, რათა დაიცვან ტყეები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, დაბინძურებული იყო.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რისკების ერთობლიობა შესაძლოა ნიშნავდეს რადიაციის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობის მნიშვნელოვან გაუარესებას მომდევნო კვირებსა და თვეებში, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

უკრაინამ განაცხადა, რომ ქარხანა რუსეთის სამხედროებმა ხელში 24 თებერვალს ჩაიგდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა