ჯო ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა.

”რუსეთმა გაუშვა ზებგერითი რაკეტა. ეს არის ერთადერთი რამ, რისი გამოყენებაც მას თავდაჯერებულად შეუძლია. როგორც ყველამ იცით, ეს არის რაკეტა ისეთივე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა რაკეტა, დიდი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია”,- აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული.

„პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული, ის არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბს ან სიძლიერეს და რაც უფრო უახლოვდება მისი ზურგი კედელს, მით უფრო იზრდება იმ ტაქტიკის სიმკაცრე, რომელიც, შესაძლოა, მან გამოიყენოს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა "ცრუ დროშის ოპერაციები“ განახორციელოს, მათ შორის უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის მიზნით.

„ყოველთვის, როცა ის იწყებს საუბარს იმაზე, რის გაკეთებას გეგმავს ნატო, უკრაინა ან შეერთებული შტატები, ეს ნიშნავს, რომ ის ემზადება ამის გასაკეთებლად. ეს ხუმრობა არ არის“, - აღნიშნა ბაიდენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა