ედგარს რინკევიჩსი - „სტრატეგიული კომპასი“ ევროკავშირს აძლევს აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს, იმისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნამდვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს

ევროკავშირმა ახლახანს დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“. ის ევროკავშირს აძლევს აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს, რათა ის გახდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნამდვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე ნატო-სთან ერთად, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით დაუჭერს დასავლეთი უკრაინას მხარს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ეს მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისია. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით დავუჭერთ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გეგმა, „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცეს, რომელიც 2025 წლისთვის 5 000 ჯარისკაცისგან შემდგარი სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედებას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს