სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.

მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტარდება როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ინსპექტირება, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზს - 1501“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს