იაპონია რუსეთის გადაწყვეტილებას ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ აკრიტიკებს

იაპონია რუსეთის გადაწყვეტილებას, ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ, აკრიტიკებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაიწყო და ამ ყველაფრის იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე ასახვა უსამართლოა.

„მთელი ეს ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად და რუსეთის პასუხი ამ ყველაფრის იაპონია-რუსეთის ურთიერთობებზე ასახვაზე უკიდურესად უსამართლო და სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

მოსკოვი იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს, რაც დაკავშირებულია ანტირუსულ სანქციებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი წყვეტს იაპონიის მოქალაქეებისთვის სამხრეთ კურილიის კუნძულებზე უვიზოდ გამგზავრებას. რუსეთი, ასევე ბლოკავს იაპონიის, როგორც პარტნიორის სტატუსს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში სექტორული დიალოგის მიმართულებით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა