უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები შეინიშნება. გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9 საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი.

ამასთან, სუმის ოლქის ახტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა.

“300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და დატოვა ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით”, - აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი წინსვლას ცდილობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს.

უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 13 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურდა რუსული ძალების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 4 ავტომობილი. მტრის დანაკარგს 300 ადამიანი შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა