ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ახალი დოზები მიმდინარე კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ ახალი დოზები მიმდინარე კვირაში შემოვა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში „ფაიზერის“ რამდენიმე ათასი ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა, რომელსაც ვადა თვის ბოლოს ეწურება.

„ახალი ვაქცინები გვექნება მიმდინარე კვირაში. რაც შეეხება ძველ ნაშთებს - ეს არის ნაჩუქარი, ფინანსურად არ გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა. თვის ბოლომდე აქვს ვადა. ყოველდღიური აცრა ისევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო