უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი და „ეფესბეს“ აგენტი დააკავეს, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ

უჟგოროდში, უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული 25-კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ აგენტი ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დივერსიული ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის გარდა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავდა.

„იგეგმებოდა დანაყოფის კიევში ჩაყვანა და სამთავრობო კვარტალში დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელება“, - აღნიშნულია „უნიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა