მედია - ისრაელის პრემიერი კიევში ვიზიტს გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ეწვიოს უკრაინას იმ პირობით, რომ კიევი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ Ynet News-ზე დაყრდნობით უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

მედიის ცნობით, ბენეტმა უკვე სთხოვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს კიევში მისი შესაძლო ვიზიტისთვის მზადება დაიწყონ.

"მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით, ცხადია, რომ პირისპირ შეხვედრებია საჭიროა და ეს შეიძლება მოხდეს მომავალში თუ მოლაპარაკებები “გარდატეხის წერტილს“ მიაღწევს", - განუცხადა Ynet-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

„ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ეჭვი გამოთქვა პრემიერ-მინისტრის აქტიურ საომარ ზონაში შესვლის რისკებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორშაბათს დაბომბვის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ ბენეტის კიევში ვიზიტის დაგეგმვას, რადგან, მათი აზრით, ვიზიტი ხელს შეუწყობს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა