მამუკა მდინარაძე უკრაინიდან ქართველი დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილზე - მიხეილ სააკაშვილმა გმირ უკრაინელებს ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი?

მიხეილ სააკაშვილმა გმირ უკრაინელებს ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა? - რომელი გამოცდილება სჭირდებათ იქნებ დაგვიკონკრეტონ, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით ის ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, როგორ შეაფასებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის წევრებისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემას ითხოვენ, რათა გამოცდილება გაუზიაროს.

„ჩემი კითხვა გადაეცით, მე არ ვიცი წერილის შინაარსი. მიხეილ სააკაშვილმა გმირ უკრაინელებს ფორთხვა უნდა ასწავლოს, თუ გაქცევა? გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის, ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, თუ თავისი ქვეყნის ღალატი? ომიდან 2 თვეში სამხედროებს დააბრალოს როგორ დაიწყეს ვითომ მათ საომარი მოქმედებები, რომელი გამოცდილება სჭირდებათ იქნებ დაგვიკონკრეტონ“,- აღნიშნავს მდინარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა