მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა 27-ე დღეა იბრძვის თავისუფლებისთვის, ბარბაროსობის, სისასტიკისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი არა ტერიტორიისთვის, არამედ ბარბაროსებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

პოდოლიაკი უკრაინის გმირებს და ქალაქებს გამძლეობას უსურვებს.

„უკრაინაში ომი არ არის ტერიტორიის, ვაჭრობის ან ნავთობის ემბარგოს გამო. უკრაინა 27-ე დღეა იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და ბარბაროსობის, სისასტიკისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის წინააღმდეგ. ყველაფრის წინააღმდეგ, რაც, როგორც აღმოჩნდა, „რუსულ სამყაროს“ განასახიერებს. გამძლეობა ჩვენს გმირებსა და ქალაქებს!“, - წერს ის.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა