რადას დეპუტატი - ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთ ქვეყანაში

ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტში, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარია მეზენცევამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი არ ითამაშებს დესტრუქციულ როლს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის. შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხის დაყოვნებას ან რეაქციის დაყოვნებას თავისი მიზეზები ჰქონდეს და ამ მიზეზებს თავი დავანებოთ, მაგრამ მე მახსოვს, როგორ მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოედანზე შეკრებულ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ ვნახეთ მხარდამჭერი მსვლელობები, რაც უზარმაზარი იყო, ასევე, ახლახან სტრასბურგში შევხვდით კოლეგებს საქართველოდან და მათ დაგვანახეს მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთი ქვეყნის პარლამენტში და ვიმედოვნებ, ეს არ შეასრულებს დესტრუქციულ როლს ჩვენს ურთიერთობებში“, - განაცხადა მარია მეზენცევამ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა