ანონსი 23 მარტი

23 მარტს, 10:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირების მთავრობის პოზიციონირებაზე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და გამოწვევებთან გასამკლავებლად რეკომენდაციებს წარადგენენ.
მის.: დავით აღმაშენებლის #61
23 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის სხდომათა დარბაზთან „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქობულეთში საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირება.
23 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
23 მარტს, 12:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები პარლამენტში სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: „რუსული გავლენები საზოგადოებაში და მტრული სახელმწიფოს პროპაგანდა“.
პარლამენტი, VII სართული. ოთახი 724
23 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებელ ბინას გადასცემს.
მის: გლდანი, გმირი კურსანტების მეორე შესახვევი N1
საკონტაქტო: ნათია რთველიაშვილი - +995 595 33 50 40
23 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) 23 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

























