ალექსეი არესტოვიჩი უკრაინელებს - ნუ მოახდენთ მტრის დეჰუმანიზაციას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ არ არის საჭირო მტრის დეჰუმანიზაცია და ამაში რუსების დამსგავსება. ამის შესახებ მან "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მინდა თხოვნით მოგმართოთ: ნუ მოახდენთ მტრის დეჰუმანიზაციას. პატიმრების წამებისა და რუსეთის ფედერაციისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების, განსაკუთრებით ბელარუსის, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებისკენ მოწოდებები მიუღებელია“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე თითქმის ერთი თვეა ებრძვის რუს დამპყრობლებს და ისინი ამას ეფექტურად აკეთებენ.

მისი განცხადებით, მტერი დაბნეულია, რადგან უკრაინელი ხალხისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს