თენგიზ ცერცვაძე - გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას არ მოვხსნიდი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების ტარების გაუქმებას არ ეთანხმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თავად ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ მიიღებდა.

„ამ გადაწყვეტილებას მე, როგორც ერთი ექიმი, არ მივესალმები. მაგალითად, მე გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას არ მოვხსნიდი, მაგრამ მთავრობა წავიდა ამაზე. საკოორდინაციო საბჭომ ამ საკითხში ჩემზე მეტი იცის, მე მკურნალი ექიმი ვარ. მე უკეთ ვიცი, როგორ ვუმკურნალო ავადმყოფს, მაგრამ რისკები ეპიდემიოლოგებმა და მთავრობამ უკეთ იცის. პირადად ვატარებ პირბადეს და ვამჯობინებდი, რომ ვატარო, მაგრამ რადგან საკოორდინაციო საბჭომ ასე ჩათვალა საჭიროდ, მივიღოთ ისე, როგორც არის. ვფიქრობ, ამაში როლი ითამაშა ისეთი შესანიშნავი მედიკამენტის შემოსვლამ, როგორიცაა „პაქსლოვიდი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამის აპრილის თვეში გაგრძელება ტემპს ოდნავ გააუმჯობესებს.

„კუს ნაბიჯებით რომ მივიწევთ წინ, ესეც საქმეა. დღეში ათასი ადამიანი რომ აიცრას, არაფერი არ არის, მაგრამ მაინც წინგადადგმული ნაბიჯია. ხომ ხედავთ, დღემდე გვსაყვედურობენ ჩვენს ჯანდაცვას რომ ვერ მოემზადა, რაღაც ვერ გააკეთა, რაღაც შეეშალა, ახლა დაფიქრდით, ვის, რა შეეშალა - ვაქცინაციის მხრივ ყველა პირობაა შექმნილი, უბრალოდ, გარკვეული სკეპტიციზმის და ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ანტივაქსერული განცხადებების გამო, თვითონ მოსახლეობა უარს აცხადებს ვაქცინაციაზე. რა ქნას ახლა ჯანდაცვის სამინისტრომ? ძალით ხომ ვერ გაუკეთებს?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება