ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს

უკრაინა - რუსეთის ომის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ სამხედრო ექსპერტს, ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.

- ბატონო ოლეგ, უკრაინა-რუსეთის ფრონტებიდან საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება. რუსული მედიის ინფორმაციით რუსულ შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ხარკოვის მიმართულებაზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით ვითარებას უკრაინა - რუსეთის ფრონტებზე? რადგან აქტუალურია ხარკოვის მიმართულება, ამ თემით დავიწყოთ საუბარი...

- დღეისათვის ხარკოვის მიმართულებაზე ვითარება სტაბილიზებულია. დღეისათვის სიტუაცია ისეთი კრიტიკული აღარაა. პირიქით, ახლა ხარკოვის მიმართულებაზე უპირატესობა უკრაინის მხარესაა. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსული შეტევის შეჩერება. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტ ლიფცის შემოგარენში, რომლის აღებასაც რუსები ცდილობდნენ. რუსები ასევე ცდილობენ პოზიციების დაკავებას ალჩანსკში.

იმის გამო, რომ ახლა საკმაოდ კარგად მუშაობს უკრაინული არტილერია, რუსები ამ პოზიციების დაკავებას ვერ ახერხებენ. ახლა ჩვენი არტილერია კარგად კი მუშაობს, მაგრამ, ახლა ჩვენ საკმარისად აქვს საარტილერიო იარაღი, მაგრამ არ გვყოფნის საარტილერიო ლულები. რამდენადაც ვიცი, ვითარების გამოსასწორებლად ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯები.

ახლა ხარკოვის მიმართულებაზე უპირატესობა უკრაინის მხარესაა. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსული შეტევის შეჩერება. ახლა ბრძოლები მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტ ლიფცის შემოგარენში, რომლის აღებასაც რუსები ცდილობდნენ. რუსები ასევე ცდილობენ პოზიციების დაკავებას ალჩანსკში

როგორც გითხარით, ახლა ვითარება შეცვლილია უკრაინის სასარგებლოდ. ახლა რუსეთის ფედერაციას უწევს რეზერვების მოხსნა ლუგანსკის ოლქის პოზიციებიდან და ხარკოვის მიმართულებაზე გადასროლა. როგორც ჩანს, მათ დროზე ადრე დაიწყეს კონტრშეტევა და არ დაელოდნენ ახალი ძალების მოსვლას და ახლა ძალები არ ჰყოფნით.

უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილემ გენერალმა სიბიცკიმ თქვა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე რუსები ზრდიან თავის ძალებს სხვა ფრონტებიდან და როგორც ჩანს, ამის შემდეგ დაიყენებენ შეტევას ხარკოვზე.

- მესმის, რომ ხარკოვი ბახმუტი არაა, ბევრად დიდი ქალაქია. ბახმუტს რუსები 2 წელი იღებდნენ, მაგრამ რუსების მტკიცებით ისინი ხარკოვს მალე აიღებენ.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ როგორც რუსული მედია ამბობს, რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაიკავონ?

- ხარკოვის აღების ალბათობა არსებობს, მაგრამ ამის ალბათობა ახლა ნულის ტოლია. რუსებმა ფრონტის ხაზზე 7-8 კილომეტრით წინ კი წაიწიეს, მაგრამ, შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებენ.

ხარკოვის აღების ალბათობა არსებობს, მაგრამ ამის ალბათობა ახლა ნულის ტოლია

ისინი პოზიციების შენარჩუნებას ალჩანსკში ვერ ახერხებენ. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ხარკოვის დაკავების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

- უკრაინა-რუსეთის სხვა ფრონტებზე ახლა რა ვითარებაა?

- ახლა ყველაზე საგანგაშო ვითარება სუმის ოლქის მიმართულებაზეა. ამ მიმართულებაზე მოწინააღმდეგეს დაწყებული აქვს აქტიურობა. აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე სტაბილური მდგომარეობაა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის მიმართულებაზე მტერი დღე-ღამის განმავლობაში 35 შეტევას ახორციელებს. შეტევას კი ახორციელებენ, მაგრამ წარმატება არც ერთი მიმართულებით არ აქვთ.

აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე სტაბილური მდგომარეობაა. ასეა მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის მიმართულებაზე მტერი დღე-ღამის განმავლობაში 35 შეტევას ახორციელებს. შეტევას კი ახორციელებენ, მაგრამ წარმატება არც ერთი მიმართულებით არ აქვთ

ამიტომაცაა, რომ აღმოსავლეთის ფრონტებზე რუსული მხარეს არანაირი წინსვლა არ აქვს და ორი დღეა ამ მიმართულებაზე არანაირი ცვლილებების არ ხდება.

- ვხედავთ, რომ ყირიმში მუდმივად რაღაც ფეთქდება და იწვის. გასაგებია რომ ამას უკრაინა აკეთებს, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით რა ხდება ყირიმში?

- უკრაინული მხარე ყირიმში თანმიმდევრულად და სისტემურად ანადგურებს რუსულ სამხედრო ბაზებსა და ტექნიკას. ამას წინათ ყირიმში თითქმის სრულად განადგურდა რადიო - ტექნიკური მესამე პოლკი, როლის დროსაც პოლკის მეთაური გენერალი დაიღუპა.

ახლა რუსები დაჩქარებული ტემპებით აშენებენ როსტოვ - მარიუპოლს შორის რკინიგზას. მათ კარგად ესმით, რომ ახლა ყირიმში ეშელონებით სამხედრო ტექნიკის შეტანა სულ უფრო მეტად ჭირს.

უკრაინული მხარე ყირიმში თანმიმდევრულად და სისტემურად ანადგურებს რუსულ სამხედრო ბაზებსა და ტექნიკას

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყირიმში მიმავალ გზებს ჰაერიდან და არტილერიით უკრაინა აკონტროლებს და საჭიროების შემთხ­ვევაში ყველა სამხედრო ტვირთს ანადგურებს და ამისთვის მის ხელთ არსებულ ს -400-საც იყენებს.

- ვხედავთ, რომ უკრაინული დრონები აქტიურად მუშაობენ რუსეთის ტერიტორიაზე. მეტიც, საკმაო სიღრმეშიც ანადგურებენ ბევრ რამეს. სულ ახლახან უკრაინულმა დრონები კრასნოდარის მხარეშიც გამოჩნდნენ.

დრონებით ომის უკრაინულ ტაქტიკა ამართლებს?

- რა თქმა უნდა, ამართლებს. უკრაინული დრონების შეტევის გამო ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა და ახლა რემონტზეა. ჩვენმა დრონებმა ეს ქარხანა იანვარში ნაწილობრივ დაანგრიეს. რუსები მას 3 თვის განმავლობაში არემონტებდნენ, მაგრამ, როგორ კი ამ ქარხანამ მუშაობა დაიწყო ჩვენ იგი კვლავ გამოვიყვანეთ მწყობრიდან.

ეს ქარხანა „გაზპრომს“ ეკუთვნის და რუსეთის 5 ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებში შედის. წელიწადში იგი 14 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებდა. ამის გარდა, გუშინ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალი.

უკრაინული დრონების შეტევის გამო ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა და ახლა რემონტზეა... დრონებმა დააზიანეს ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალი, რომლის მაზუთით უკრაინაში რუსული ჯარი მარაგდებოდა. ასე რომ, დრონებით ომის უკრაინული ტაქტიკა საკმაოდ კარგად მუშაობს

აღსანიშნავია, რომ დაზიანებულია ტერმინალის ის ნაწილი, რომლითაც მაზუთით უკრაინაში მყოფი რუსული ჯარი მარაგდება. ნოვოროსიისკის ტერმინალი რუსეთის ნავთობის 20%-ს გადაამუშავებდა წელიწადში. ეს ტერმინალი რუსეთში ყველაზე დიდი იყო. ეს ტერმინალი დღეს გაჩერებულია. ასე რომ, დრონებით ომის უკრაინული ტაქტიკა საკმაოდ კარგად მუშაობს.

- რა ხდება F- 16 უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით?

მათი უკრაინისთვის გადაცემა ჯერ თებერვალში იგეგმებოდა, შემდეგ, მარტში, შემდეგ აპრილსა და მაისში. ახლა ამბობენ ივნისში გადასცემენო...

- ეს უკავშირდება თავად ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ თამაშებსა და ბრძოლას. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უკრაინა ამერიკისგან F- 16, რომელსაც თავად აწარმოებს არა უგვიანეს ივნისისა მიიღებს. ივნისში ვაშინგტონში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება, და როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს ამ სამიტის ფარგლებში უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

უკრაინა ამერიკისგან F- 16, რომელსაც თავად აწარმოებს არა უგვიანეს ივნისისა მიიღებს. ივნისში ვაშინგტონში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება, და როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენს ამ სამიტის ფარგლებში უნდა გადადგას ეს ნაბიჯი

მე შემიძლია გითხრათ, რომ F- 16-ის უკრაინისთვის გადაცემა დაახლოებით ისეთი ხასიათი ექნება, როგორ მანქანების დიდ მანძილზე გადატანას, ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ახლა უკრაინაში ყველაფერი მზადაა F- 16- ის მისაღებად.

თვითმფრინავების მისაღებად ბაზები მზადაა, ტექნიკური პერსონალი მომზადებულია, ასევე მომზადებული არიან და მათ მისაღებად უკრაინელი მფრინავები. როგორ კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, F- 16-ები ერთ საათში უკვე უკრაინაში იქნებიან.

- თქვენთან დაკავშირებამდე გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევმა ნატოს სთხოვა, ნატოს ინსტრუქტორებმა მოამზადონ 150 ათასი უკრაინელი ჯარისკაცები. უკრაინის ჯარის მომზადებაშია პრობლემები?

- აქამდე უკრაინელ ჯარისკაცებს ევროპაში მყოფი ნატოს ინსტრუქტორები ამზადებდნენ. ისინი ჩვენთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობდნენ. უკრაინა აგზავნის თავის ჯარისკაცებს ევროპის ქვეყნებში და იქ ამზადებენ არტილერისტებს, საჰაერო ძალების სპეციალისტებს, ტანკისტებს და ასე ქვეითებს გვიმზადებდა დიდი ბრიტანეთი.

ახლა როცა რუსეთის შიში დაძლეულია, კიევი ნატოს პირდაპირ შეუთანხმდა იმაზე, რომ ნატოელმა ინსტრუქტორებმა, როგორც სამხედრო სტრუქტურამ მოამზადონ უკრაინელი სამხედროები თავის სამხედრო სასწავლო ცენტრებში.

ახლა როცა რუსეთის შიში დაძლეულია, კიევი ნატოს პირდაპირ შეუთანხმდა იმაზე, რომ ნატოელმა ინსტრუქტორებმა, როგორც სამხედრო სტრუქტურამ მოამზადონ უკრაინელი სამხედროები თავის სამხედრო სასწავლო ცენტრებში

- ყველაფერ ამის ფონზე რა მდგომარეობაშია უკრაინული ჯარი? რა განწყობებია იმ დანაყოფებში, რომლებიც იცავენ დღეს უკრაინას?

- უკრაინულ ჯარს აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ, ძირითადად, უმთავრესი პრობლემები გადაწყვეტილია. სხვათა შორის, დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ქვეყანაში მობილიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს. ახლა უკრაინაში იქმნება ელექტრონული რეესტრი და გავიგებთ რა რესურსები აქვს უკრაინას. უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შემოსვლის კვალობაზე განხორციელდება მობილიზაცია.

ჩვენ ზამთარში შეგვეძლო მობილიზაციის ჩატარება, მაგრამ არ გვქონდა შესაბამისი სამხედრო ტექნიკა. ახლა როცა ეს ტექნიკა შემოდის მობილიზაციის ჩატარება ლოგიკური ნაბიჯია. პირველი სამხედრო დახმარება არმიას მოხმარდება, ხოლო ბოლო რამშტაინზე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის 6 მილიარდი დახმარება მოხმარდება უკრაინის ახალი ჯარისკაცების მომზადებას.

ახლა როცა ეს ტექნიკა შემოდის მობილიზაციის ჩატარება ლოგიკური ნაბიჯია. პირველი სამხედრო დახმარება არმიას მოხმარდება, ხოლო ბოლო რამშტაინზე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის 6 მილიარდი დახმარება მოხმარდება უკრაინის ახალი ჯარისკაცების მომზადებას

- მახსოვს ჩვენი ბოლოს წინა საუბარი. თქვენ მაშინ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „ომის დასრულება ამერიკაზეა დამოკიდებული“.

დღეს ასე ჩანს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მალე არ დასრულდება. არც შედეგებია უკრაინისთვის ხელშესახები. სავარაუდოდ, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება?

- უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენ ხანში მიიღებს უკრაინა იმ სამხედრო ტექნიკას, რაც ომის დასასრულებლადაა საჭირო. სუპერ ოპტიმისტური გათვლებით უკრაინა-რუსეთის ომი, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოს, ან 2025 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს.

საქმე ისაა, რომ პუტინის ეკონომიკა ეცემა. ახლა პუტინი ომის დასრულებას დასავლეთსაც ემუდარება და ჩინეთსაც. ჩინეთში ვიზიტისას პუტინმა თქვა - „რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.“

სუპერ ოპტიმისტური გათვლებით უკრაინა-რუსეთის ომი, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოს, ან 2025 წლის პირველ ნახევარში დასრულდეს

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ განცხადებების გაკეთებამდე პუტინმა შეცვალა უკრაინაში ომის პარადიგმა. შეცვალა თავდაცვის მინისტრი. ახალი მინისტრი ტექნოკრატია. იგი მომხრეა რუსეთმა უკრაინასთან გაჭიანურებული ომი აწარმოოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაზე შეტევითი ომი აღარ ექნება. ისინი გააგრძელებენ იმ ტერიტორიების შენარჩუნებას, რომელიც ახლა აქვთ დაკავებული. აღარ შეეცდებიან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე რაიმე მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავებას.

ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერასიმოვი და მთელი გენშტაბი გადაყენებულია. ეს კი იმას ნიშნავს რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის წარმოების პარადიგმა იცვლება. პუტინს კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს.

პუტინმა შეცვალა უკრაინაში ომის პარადიგმა... პუტინს კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს

სხვათა შორის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, რომელმაც ერთი თვის წინ სამინისტროს კოლეგია ჩაატარა, ამ კოლეგიაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო იმის შესახებ, რომ რუსულ არმიას აკლია სამხედრო ტექნიკა.

- ამბობთ, მოსკოვმა უკრაინაში ომის წარმოების პარადიგმა შეცვალა, მაგრამ, რამდენადაც ვხდები კიევს ამ ომის პარადიგმაში ცვლილებები არ შეუტანია?

- მოსკოვიც აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ, მეორე მხრივ პუტინი ამბობს, რომ კრემლი მოლაპარაკებებისთვის მზადაა. თუ გნებავთ ახლავე შევაჩეროთ ომი, მაგრამ, კიევი არაა მზად ომი რუსულ პირობებზე დასრულდეს.

უკრაინა მზადაა, დასრულდეს უკრაინა-რუსეთის ომი, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული არმია სრულად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას

უკრაინა ამბობს - უკრაინა მზადაა დასრულდეს უკრაინა - რუსეთის ომი, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული არმია სრულად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო