ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პარლამენტში ხელმეორედ შეიტანა განსახილველად, საშინაო პოლიტიკაში პროცესი არა მარტო დაჩქარდა, გარკვეული თვალსაზრისით გამოცოცხლდა კიდეც.

მაგრამ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი არა მარტო გამოცოცხლდა, ქუჩაში იქნა გადმოტანილი. უცნაური ისაა, რომ ამის ინიციატორი ამჯერად მმართველი გუნდი აღმოჩნდა და არა ოპოზიცია, რომლის უმრავლესობას პულსიც აღარ ესინჯებოდა.

ახლა ქუჩაში იგივე ხდება, რაც პარლამენტში. ვგულისხმობ იმას, რომ მმართველი გუნდის წევრები სხდომათა დარბაზში იმავეს აკეთებენ, რაც სამართალდამცავები ქუჩაში. განსხვავება იმაშია, რომ პარლამენტში სიტუაციას მანდატურები არეგულირებენ და სახელისუფლებო გუნდის წევრებს არ აძლევენ ოპოზიციონერი პარლამენტარების ცემის საშუალებას.

ქუჩაში კი პოლიცია და სპეცრაზმელები მომიტინგეებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს იჭერენ და სამაგალითოდ უსწორდებიან. სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით დაკავებულია 180-ზე მეტი, ხოლო ნაცემია 40 მოქალაქე. უცნაური ისაა, რომ ხელისუფლება ამბობს, „ნაცებს“ ხელისუფლებაში არ მოუშვებთო, მაგრამ, პრაქტიკულად იმასვე აკეთებენ, რასაც თავის დროზე „ნაცები“. ხელისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით ჩიხურ ვითარებას არ აღიარებს და ისევ კოლექტიურ „ნაცებზე“ საუბარს არჩევს.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც ახლა ხელისუფლების ინიციატივით ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ხდება?

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ მიღებული კანონით ათასობით და შეიძლება ათობით ათასი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრებას აუტანლად ხდის.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ უნდა ეცადო ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომლითაც შენთვის მიუღებელ ან შენდამი კრიტიკულად განწყობილ სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუქმნი ქვეყანაში ცხოვრების აუტანელ გარემოს.

ხელისუფლების ინტერესში არ უნდა იყოს მისი მმართველობა გახდეს რომელიმე ჯგუფისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, არ უნდა ქმნიდეს ისეთი პირობებს, როცა შენი ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ხელისუფლების შეცვლა გახდეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხი. ეს სისულელე გააკეთა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ, ახლა ამ გზაზე მყარად დგას „ქართული ოცნება.“

რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ამ კანონს ვინმეს „გამჭვირვალობისთვის“ იღებთ, სინამდვილეში „ოცნების“ მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც კარგად იცის, რომ ეს ასე არაა. ესაა თვალთმაქცობა, რომლისაც არავის სჯერა.

რაც არ უნდა ამტკიცოთ საპირისპირო, ყველა კარგად ვხვდებით, ამ კანონის მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ვიღაცას დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. ეს ვალდებულება NGO-ებს ისედაც გააჩნიათ საგადასახადო კოდექსით. ადამიანები ამას არ აპროტესტებენ და არც იმის ეშინიათ, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, იმიტომ რომ მიღებული კანონით ათასობით და შეიძლება ათობით ათასი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრებას აუტანლად ხდის

ხალხი ხიფათს ხედავს და აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს დაიკანონოს ქვეყნის უამრავ მოქალაქისთვის აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ადამიანის ღირსების შემლახველი, აგენტის სტატუსი მინიჭების უფლება და სურს ამ გზით საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორსა თუ მედიაში მომუშავე ათასობით ადამიანის სტიგმატიზაცია მოახდინოს.

კანონის ამოცანაა რამენაირად ხელი შეუშალოს იმ საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც იძიებენ ხელისუფლების წევრების, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების კორუფციის ფაქტებს. არასამთავრობო სექტორს აკრძალვით ჯერ ვერ კრძალავენ.

ყველა კარგად ვხვდებით, ამ კანონის მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ვიღაცას დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. ეს ვალდებულება NGO-ებს ისედაც გააჩნიათ საგადასახადო კოდექსით. ადამიანები ამას არ აპროტესტებენ და არც იმის ეშინიათ, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე

ეს კანონი სჭირდებათ იმისთვის, რომ ნებისმიერ მკვლევარი ან სამოქალაქო აქტივისტი რომელიც არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“, ხალხის თვალში გამოიყვანონ როგორც უცხოეთის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები, რომლებიც ემსახურებიან არა საქართველოს ინტერესებს, არამედ თავიანთი დამფინანსებელი გრანტის მიმცემი ორგანიზაციებისა და მათი მთავრობების დავალებით ებრძვიან პატრიოტ და ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველ ხელისუფლებას.

ამ კანონის ერთადერთი მიზანია ხალხს დაუმტკიცონ, რომ ის ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ყველა უცხოეთის აგენტია, მათი ფულითაა ნაყიდი და ფულის გულისთვის არა საქართველოს, არამედ უცხოელების ინტერესებს ემსახურება.

კანონის ამოცანაა რამენაირად ხელი შეუშალოს იმ საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც იძიებენ ხელისუფლების წევრების, მინისტრების, დეპუტატების, მოსამართლეების კორუფციის ფაქტებს. არასამთავრობო სექტორს აკრძალვით ჯერ ვერ კრძალავენ

ხელისუფლებამ კანონი მანამდე აამოქმედა მისი ყველაზე ცუდი ფორმით, ვიდრე მას ოფიციალურად მიიღებდა. ათობით ადამიანის სახლთან, ქუჩებში გაჩნდა პლაკატები სამოქალაქო აქტივისტების სურათებით და წარწერებით „მოღალატე“ და „აგენტი“. ამით დადასტურდა რომ ამ კანონის მიღების მიზანი არა გამჭვირვალობის მიღწევა, არამედ ხელისუფლების ოპონენტების დევნაა. ესაა უკვე შემდგარი ფაქტი.

ამ კანონის ერთადერთი მიზანია ხალხს დაუმტკიცონ, რომ ის ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ყველა უცხოეთის აგენტია, მათი ფულითაა ნაყიდი და ფულის გულისთვის არა საქართველოს, არამედ უცხოელების ინტერესებს ემსახურება

ის ვინც დღეს კიდევ აგრძელებს კეკლუცობას და თუთიყუშივით იმეორებს, „ვაიმე, რატომ არ უნდა იყოს ენჯო-ს დაფინანსება გამჭვირვალება“ არის ან გამოუსწორებელი სულელი, ან უბრალოდ მატყუარა, რომელიც მხარს უჭერს ათასობით თანამოქალაქის შეურაცხყოფას და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას.

ხელისუფლება არჩევანს არ ტოვებს, მისი ოპონენტები ან ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ან ყველაფერი გააკეთოს ამ ხელისუფლების შესაცვლელად. „ან ჩვენ ან ისინი“ - ასე დადგა საკითხი. არცერთ დემოკრატიული და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ასე არ იქცევა. ჩვენს ისტორიაში მორიგ ჯერზე ამ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში დამნაშავე კვლავ ხელისუფლებაა.

ხელისუფლებამ კანონი მანამდე აამოქმედა მისი ყველაზე ცუდი ფორმით, ვიდრე მას ოფიციალურად მიიღებდა. ათობით ადამიანის სახლთან, ქუჩებში გაჩნდა პლაკატები სამოქალაქო აქტივისტების სურათებით და წარწერებით „მოღალატე“ და „აგენტი“. ამით დადასტურდა რომ ამ კანონის მიღების მიზანი არა გამჭვირვალობის მიღწევა, არამედ ხელისუფლების ოპონენტების დევნაა. ესაა უკვე შემდგარი ფაქტი

"ქართული ოცნება“ ამ კანონს ძალაუფლების შესანარჩუნებლად იღებს, სინამდვილეში კი დიდ სისულელეს შვება, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებიდან გაშვებას, ათიათასობით ადამიანის ცხოვრების მიზნად აქცევს.

ის მხეცურმა მეთოდებმა, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა მომიტინგეების დარბევისას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამ კუთხით ბევრი ადამიანის თვალში დღევანდელი „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ სიბრტყეში დააყენა.

ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს თავის დროზე როგორ გაუსწორდა „ნაცმოძრაობა“ ვალერი გელაშვილს თუ კობა დავითაშვილს და რაც დღეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ლევან ხაბეიშვილისა და თუ დავით ქაცარავას წინააღმდეგ.

ის ვინც დღეს კიდევ აგრძელებს კეკლუცობას და თუთიყუშივით იმეორებს, „ვაიმე, რატომ არ უნდა იყოს ენჯო-ს დაფინანსება გამჭვირვალება“ არის ან გამოუსწორებელი სულელი, ან უბრალოდ მატყუარა, რომელიც მხარს უჭერს ათასობით თანამოქალაქის შეურაცხყოფას და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას

- სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს. ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არა მარტო საინფორმაციო, არამედ მენტალური ომია.

მათ შორის საინფორმაციო და მენტალური დაპირისპირება ისეთ ზღვარზეა, ჭირს დაჯერება, რომ ისინი ერთი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ერთი მიზნები აქვთ. მეტიც, ისინი 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პროცესში იყვნენ ჩართული.

ხანდახან მეფიქრება, კიდევ კარგი რომ სოციალური ქსელი არსებობს და ხალხს „ორთქლის გამოშვების“ საშუალება აქვს.

სოციალური ქსელის ქართული სეგმენტში ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებს საბჭოთა ნოსტალგია აქვთ, მაგრამ, მაინც ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნებას“ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს.

არადა, ყველა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გვითხრა, რომ ამ კანონით ქვეყანა ევროკავშირში ვერ შევა. თუმცა, ხელისუფლების მხარდამჭერების საკმაოდ დიდ ნაწილს ეს არ აწუხებს, ასე ჩანს, რადგან ამაზე, პრაქტიკულად არც არაფერს ამბობენ.

30 წელზე მეტია თვალს ვადევნებ პოლიტიკურ პროცესებს და შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები ჩვენს საზოგადოებაში ახლა რომაა, არც კი მახსენდება.

თქვენი დაკვირვებით, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

- პირველ რიგში ამის მიზეზი ჩემი აზრით მაინც არის სახელისუფლებო პროპაგანდა, ის რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პირდაპირ მითითებს აძლევენ აზიარონ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ქავერები და არამარტო აზიარონ, არამედ, მხარდამჭერი პოსტებიც მიაყოლონ. ასეთი ბევრი შემთხვევა ვიცი.

საქართველოში ყველა გამოკითხვით, სადღაც, მოსახლეობის, მინიმუმ 15-20 პროცენტი იყო ანტიდასავლური განწყობის: სტალინისტი, სსრკ-ს წარსულზე ნოსტალგიით შეპყრობილი და/ან ყველაზე უკიდურეს მართლმადიდებლურ ფანატიზმში გადავარდნილი მოქალაქე. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ დაუსახავს საკუთარ მიზნად, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარ დასაყრდენად ექცია მსგავსი იდეოლოგია და მისი მატარებელი ელექტორატი.

ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის ერთნაირად მიუღებელი უნდა იყოს თავის დროზე როგორ გაუსწორდა „ნაცმოძრაობა“ ვალერი გელაშვილს თუ კობა დავითაშვილს და რაც დღეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ლევან ხაბეიშვილისა და თუ დავით ქაცარავას წინააღმდეგ

მოსახლეობის 15-20 პროცენტი რამდენიმე ასეულ ათასი ადამიანია და ბუნებრივია ხელისუფლების ხელშეწყობითა და მითითებით მათი გააქტიურება დაეტყო სოციალურ ქსელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ფლირტი საზოგადოებაში არსებულ ყველაზე ბნელ ინსტინქტებთან, ხელს უწყობს მის გაღვივებას, ცდილობს დასავლეთი წარმოაჩინოს მტრად, რადგანაც ის პრინციპები რაზეც დგას დასავლური პოლიტიკა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, ხელისუფლების მონაცვლეობა, საფრთხეს უქადის ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანების სურვილს, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

თუკი ევროკავშირში შესვლა გვინდა, ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ის კრიტერიუმები, უნდა მივიღოთ ის თამაშის წესები რაც არის ამ გაერთიანებაში. ეს არის ჩვეულებრივი ლოგიკა, და ამაში არაფერია არც ჩვენი ღირსების ან ტრადიციების შემლახველი და არც ჩვენი სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელი.

საქართველოში ყველა გამოკითხვით, სადღაც, მოსახლეობის, მინიმუმ 15-20 პროცენტი იყო ანტიდასავლური განწყობის: სტალინისტი, სსრკ-ს წარსულზე ნოსტალგიით შეპყრობილი და/ან ყველაზე უკიდურეს მართლმადიდებლურ ფანატიზმში გადავარდნილი მოქალაქე. საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ დაუსახავს საკუთარ მიზნად, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარ დასაყრდენად ექცია მსგავსი იდეოლოგია და მისი მატარებელი ელექტორატი

საპირისპიროდ დღეს ხელისუფლებამ ახალი იდეა გამოაგდო და ამას ავრცელებს სოც. ქსელებში თავიანთი უსინდისო თუ ბრიყვი მომხრეების ხელით: “გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით. თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს.”

„ქართული ოცნება“ იმას ხომ არ გვეტყვის, დასავლეთის წინააღმდეგ განწყობებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ვაღვივებთო. ადამიანის მანიპულირებისათვის მნიშვნელოვანია ის დააჯერო, რომ შენ მასთან ერთად ქვეყნის ინტერესებს, მის კულტურას და ტრადიციებს იცავ, ამისთვის კი აუცილებელია შექმნა მტრის ხატი, რომელიც შენს ისტორიას და თვითმყოფადობას ემუქრება. „ქართული ოცნება“ ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივება პატრიოტული მოტივებით შენიღბოს, თითქოს დასავლეთი ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება.

„ქართული ოცნება“ იმას ხომ არ გვეტყვის, დასავლეთის წინააღმდეგ განწყობებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ვაღვივებთო. ადამიანის მანიპულირებისათვის მნიშვნელოვანია ის დააჯერო, რომ შენ მასთან ერთად ქვეყნის ინტერესებს, მის კულტურას და ტრადიციებს იცავ, ამისთვის კი აუცილებელია შექმნა მტრის ხატი, რომელიც შენს ისტორიას და თვითმყოფადობას ემუქრება. „ქართული ოცნება“ ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივება პატრიოტული მოტივებით შენიღბოს, თითქოს დასავლეთი ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება

ჯერ კიდევ ორ ნახევარი საუკუნის წინ თქვა ბრიტანელმა მოაზროვნემ, სამუელ ჯონსონმა, „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო“. მმართველი პარტიის დღევანდელი რიტორიკა აბსოლუტურად ადასტურებს ამ აფორიზმის სიზუსტეს.

არ ინერვიულოთ, ასეთებს როგორიც ახლაა ხელისუფლება არც ერთ ევროკავშირში არ იღებენ. სახელმწიფოში სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს სიკვდილამდე სცემენ, სადაც აცხადებენ რომ არავის არ აქვს უფლება ჰქონდეს ფინანსები, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, სადაც ათობით ათას საკუთარ მოქალაქეს გრანტის მიღების გამო აგენტის იარლიყს აწებებენ, ასეთების ადგილი ევროკავშირში არ არის.

ეს ხდება მხოლოდ ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ სახელმწიფოებში და მათი ნავსაყუდელია დსთ, რუსეთი, ევრაზიული კავშირი, ბრიქსი, იქაა თქვენნაირების ადგილი, ოღონდ ბოდიში, ამ ქვეყანას მანდ ვერ გაგატანთ. არ გამოვა ეგ ამბავი.

- ცხადზე ცხადია, რომ ამაში თავისი წვლილი სახელისუფლებო მედიას აქვს შეტენილი. მაგრამ, აქ კიდევ ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. 29 აპრილს ჩატარებულ აქციებამდე სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ კანონის ხელმეორედ მიღებისთვის ხელისუფლება მოემზადა.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ივანიშვილმა არა მარტო ღიად დასდო ბრალი ლამის ყველაფერში ვაშინგტონსა და ბრიუსელს, არამედ თქვა, რომ ის ოპოზიციას არჩევნებამდე „დაღლიდა.“ ანუ, მისივე ლოგიკით 2024 არჩევნებამდე „შუა გაკრეფილი“ იქნებოდა.

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ დსთ-ში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით შევარდნაძის პასუხი გამახსენდა. კითხვაზე - აფხაზეთის დაკარგვამდე რატომ არ შევედით დსთ-ში? – „ხალხი არ იყო მზადო.“

თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთთან არც არაფერი გამოვიდა შევარდნაძემ ევროკავშირის კარსაც მიუკაკუნა და ნატოს კარსაც.

კანონის ხელმეორედ პარლამენტში შეტანა რომ ივანიშვილის თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა, ცხადია. რა გამოდის - ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საზოგადოება ოქტომბრისთვის იქნებოდა მზად „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ისე ემართა, როგორც, რუსეთი იმართება?

- ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ეს გათვლა ჩემი აზრით მცდარია. საქმე იმაშია, რომ არც ივანიშვილი, არც „ქართული ოცნების“ დეპუტატების უდიდესი უმრავლესობა არასდროს ყოფილა მათ რიგში, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, რაიმე მაღალი იდეალებისათვის. მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა დიდი უმრავლესობა არასდროს გაუპროტესტებიათ უსამართლობა, არც ერთი ხელისუფლების დროს. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მორჩილებით ყველა მთავრობის დროს.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებშიც კი მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან სისტემაში, ზოგიერთი მათგანი იყო მათი დამფინანსებელი, ზოგი უბრალოდ მათი ნებისმიერი დავალების შემსრულებელი. სწორედ ამ მორჩილების ნიშნით შეირჩა ეს ხალხი დეპუტატებად, მაღალ პარტიულ თუ საპარლამენტო თანამდებობებზე.

საკუთარი მენტალობიდან გამომდინარე მათ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით დააშინებენ ახალგაზრდებს, ისეთივე მორჩილ მოქალაქეებად აქცევენ, როგორებიც თავად იყვნენ ყველა მთავრობის დროს. მათ უბრალოდ არ ესმით იმ ხალხის, რომლებიც გამოდიან ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად, ვერ ხვდებიან რომ რეპრესიებით და უსამართლო ჩაგვრით პროტესტანტების რიცხვი კი არ შემცირდება გაიზრდება, რომ ამ ახალგაზრდების ყველა სასტიკი დარბევის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მატულობს და საპროტესტო ტალღას ამ გზით ვერ შეაჩერებენ.

საკუთარი მენტალობიდან გამომდინარე მათ ჰგონიათ, რომ რეპრესიებით დააშინებენ ახალგაზრდებს, ისეთივე მორჩილ მოქალაქეებად აქცევენ, როგორებიც თავად იყვნენ ყველა მთავრობის დროს. მათ უბრალოდ არ ესმით იმ ხალხის, რომლებიც გამოდიან ქუჩაში საკუთარი უფლებების დასაცავად, ვერ ხვდებიან რომ რეპრესიებით და უსამართლო ჩაგვრით პროტესტანტების რიცხვი კი არ შემცირდება გაიზრდება, რომ ამ ახალგაზრდების ყველა სასტიკი დარბევის შემდეგ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ მატულობს და საპროტესტო ტალღას ამ გზით ვერ შეაჩერებენ

ეს მათი მენტალური პრობლემაა, როცა მონურ მორჩილებას შეჩვეული ადამიანი ვერ იგებს რატომ იბრძვის სხვა თავისუფლებისათვის, როცა მასაც შეუძლია ხელისუფლებისათვის ლოიალური დამოკიდებულებითა და მორჩილებით მიაღწიოს პირად წარმატებას, იშოვოს ფული, გაიკეთოს კარიერა.

საქართველოში, მისი ისტორიის მანძილზე, შიდა ძალებზე დაყრდნობით არასდროს დამყარებულა დიქტატურა. აბსოლუტური მონარქიის პირობებშიც კი არავის ჰქონდა უფლება, შეელახა ადამიანის ღირსება და უმიზეზოდ მიეყენებინა ვინმესთვის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა ყოველთვის იცავდა საკუთარ ღირსებას.

ეს რომ იცოდე, უნდა იცნობდე ამ ქვეყნის ისტორიას და ლიტერატურას. ქვეყნის დღევანდელ მმართველებს აშკარად არ ესმით, რომ ათიათასობით ადამიანის ღირსების შელახვის დაკანონება უკვალოდ არ ჩაივლის, ეს ხალხი არ დაიღლება და რადაც არ უნდა დაუჯდეს, პასუხს მოსთხოვს ამის გამკეთებელ ხელისუფლებას.

- მეტ-ნაკლებად ამოვწურეთ იმ მიზეზებზე მსჯელობა, თუ რამ მიიყვანა ქვეყანა იმ ვითარებამდე, რომელშიც ახლა ვართ. ფაქტია, რომ ახლა ქვეყანა სახიფათო ზღვარზეა და ამის მიზეზი აშკარად შეცვლილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსია.

თუმცა, ხელისუფლება აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა. არადა, ევროპა გვეუბნება - საქართველოსთვის კარი არა მარტო ღიაა გელოდებითო. ჩვენი პასუხი დაახლოებით ასეთია - მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ.

ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დამაფიქრებელი იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თბილისში ვიზიტი და გაკეთებული განცხადება, - „თუ კანონი, საბოლოოდ იმ სახით იქნება მიღებული, რა სახით იქნა მიღებული, ვაშინგტონი საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს.“

სახელისუფლებო გუნდის საუბრები იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვეტოს ფარგლებში შენიშვნები უნდა წარმოადგინოს დამაჯერებლად არ გამოიყურება, რადგან, მან კიდეც რომ შენიშვნები დაურთოს ვეტოს, ხელისუფლება იტყვის - პრეზიდენტს შენიშვნები დასავლელმა პარტნიორებმა დაუწერესო. ახლა ვიცით, შემდეგ კვირას ხელისუფლება ამ კანონზე ვენეციის კომისიის შენიშვნებს მიიღებს.

თუ ვენეციის კომისია კანონზე შენიშვნებს ამზადებდა, გაუგებარია „ქართული ოცნებამ“ რატომ იჩქარა და დაჩქარებული წესით რატომ მიიღო კანონი და ვითარება ჩიხურ მდგომარეობამდე რატომ მიიყვანა?

- „ოცნება“ არ ელოდა ასეთ ხანგრძლივ და შეუპოვარ პროტესტს. ისინი თვლიდნენ, რომ რაც უფრო მალე მიიღებდნენ კანონს, მით მალე შეეგუებოდა საზოგადოება მომხდარ ფაქტს და გამოსვლები თავისთავად მინავლდებოდა.

ხოლო თუკი შიდა პროტესტი მალე მორჩებოდა, დასავლეთიც ამ ფონზე აღარ მოიკლავდა თავს არ შევიდოდა კონფრონტაციაში საქართველოს მთავრობასთან. თან ოპოზიციასთან დაპირისპირების წინა მაგალითებიც თითქოს ხელს უწყობდა „ოცნების ასეთ გათვლებს, რადგანაც ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ხშირად ვერ შეძლეს პრინციპული პოზიციების ხანგრძლივად დაკავება ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის პროცესში.

„ოცნება“ არ ელოდა ასეთ ხანგრძლივ და შეუპოვარ პროტესტს. ისინი თვლიდნენ, რომ რაც უფრო მალე მიიღებდნენ კანონს, მით მალე შეეგუებოდა საზოგადოება მომხდარ ფაქტს და გამოსვლები თავისთავად მინავლდებოდა

ამიტომ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღება მის ინტერესებში იყო, მან ვერ გათვალა რომ პროცესის სათავეში აღმოჩნდებოდნენ არა მოსახლეობის ნდობა დაკარგული პოლიტიკური პარტიები, არამედ ახალი თაობა, რომელზეც ხელისუფლებას არც პოლიტიკური კომპრომატები ჰქონდა, რომელსაც არც რეპრესიების შეეშინდა და ვისაც აღმოაჩნდა პრინციპულობა, ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ყოველგვარ გარიგებებზე წასვლის გარეშე.

ასე რომ „ქართული ოცნების“ ეს გათვლაც მორიგი შეცდომა აღმოჩნდა.

- ცხადია, მოგვიწევს დალოდება 28 მაისამდე, როცა პრეზიდენტს მოუწევს ვეტოს დადება და იმაზე დაკვირვება მანამდე როგორ განვითარდება პროცესები.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის შეეცდება პროდასავლური პლატფორმის შექმნას. თავად არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც კანონის საწინააღმდეგო აქციებში ახალგაზრდობა, განსაკუთრებით სტუდენტობა ჩაერთო, ოპოზიციურ ფლანგზეც დაიწყო მოძრაობები და მოწოდებები მთელი ოპოზიციური ფლანგის გაერთიანების შესახებ.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში გავეცანი თქვენს საკმაოდ საინტერესო მსჯელობას. დაგვავალებთ, თუ ამ მოსაზრებებს ჩვენ მკითხველსაც გაუზიარებთ. . .

- დღეს ქუჩაშიც, მედიაშიც, ექსპერტების მხრიდანაც ხშირად ისმის იდეა, თითქოს მთელი ოპოზიციის ერთ ბლოკად გაერთიანება იქნება უმოკლესი გზა ხელისუფლების დასამარცხებლად. მე ასე არ ვფიქრობ.

ჩემი აზრით საკმაოდ დიდია რიცხვი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი იმ ამომრჩევლის, რომელსაც არ უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ კატეგორიულად არ სურს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება. მთელი ოპოზიციის ერთ ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ასეთი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ მოინდომოს ერთიანი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების შიშით.

საკმაოდ დიდია რიცხვი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი იმ ამომრჩევლის, რომელსაც არ უნდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ კატეგორიულად არ სურს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება. მთელი ოპოზიციის ერთ ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ასეთი ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ მოინდომოს ერთიანი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნების შიშით

ამიტომ ვფიქრობ, უმჯობესი იქნება "ნაციონალური მოძრაობა" და მისგან გამოყოფილი პარტიები ცალკე წავიდნენ არჩევნებზე, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა დანარჩენი პარტიებისგან შექმნას პროევროპული ბლოკი. მე რასაც ვუყურებ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შიში ამ საზოგადოების ნაწილში არ გამქრალა და ასეთ ამომრჩეველს ძალიან გაუჭირდება ხმა მისცეს იმ სიას, სადაც იქნება "ნაციონალური მოძრაობა".

ზოგადად ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემაა ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს საქართველოშია. ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან მაღალი ავტორიტეტი და ნდობა აქვს.

ეს ჩემი აზრით არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს ოპოზიცია გვესაუბრება იმაზე, თუ რა ცუდია ივანიშვილის ხელისუფლება, როგორ ატარებს ის ანტიევროპულ კურსს, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ისინი არიან პროევროპული ძალა.

პროევროპულობა არ არის მხოლოდ „ევროკავშირში მინდას“ ძახილი. ჩემთვის პარტიის პროევროპულობის უმთავრესი ნიშანია, თუ რას მთავაზობს ეს პარტია ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად.

პროევროპულობა არ არის მხოლოდ „ევროკავშირში მინდას“ ძახილი. ჩემთვის პარტიის პროევროპულობის უმთავრესი ნიშანია, თუ რას მთავაზობს ეს პარტია ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად

ჩვენ 30 წლის მანძილზე 5 ჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია და ცენტრალურ დონეზე ქვეყნის მართვის მოდელი. ყველა ცვლილებას ვაკეთებდით იმის იმედით, რომ ქვეყანაში ავტორიტარულ მმართველობას დავუსვამდით წერტილს, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგს ვიღებდით: ისევ ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების შელახვა, ქუჩა, პროტესტი, მიტინგები დარბევები და ა.შ. რატომ ხდება ასე? სად ვუშვებთ შეცდომას? რა სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

ამაზე არავინ პასუხს არ გვაძლევს, არც ერთი პარტია. ყველა გვეუბნება, აი ბიძინა წავა, ჩვენ მოვალთ და ყველაფერი კარგად იქნება. ასე ვფიქრობდით ოცი წლის წინ, შევარდნაძე გავუშვათ და ყველაფერი გამოსწორდება, ასე გვჯეროდა 12 წლის წინაც - ოღონდ მიშა მოვიშოროთ და ყველაფერი კარგად იქნება. იგივე წრეზე ვტრიალებთ დღესაც.

სადაა სისტემური პრობლემა, რა უნდა შევცვალოთ რომ მომდევნო ხელისუფლება ისეთივე მონსტრად არ იქცეს, როგორც არსებული ან წინა? ამ კითხვაზე არავინ პასუხობს.

სადაა სისტემური პრობლემა, რა უნდა შევცვალოთ რომ მომდევნო ხელისუფლება ისეთივე მონსტრად არ იქცეს, როგორც არსებული ან წინა? ამ კითხვაზე არავინ პასუხობს

ყველა მხრიდან ისმის რომ სუსი და სპეცსამსახურები ატერორებენ მოსახლეობას და საჯარო მოხელეებს რეგიონებში, რომ გვყავს პოლიტიკური პოლიცია. 30 წელია ეს მესმის ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გვეუბნება რა სისტემური რეფორმების გატარებას აპირებს რათა აღიკვეთოს სპეცსამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების ჩარევა პოლიტიკურ პროცესში, შეწყდეს ადამიანების დაშინება და დატერორება.

მე მოვალ და ყველაფერი კარგად იქნება? ამისი არ მჯერა, იმიტომ რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთა დიდი ნაწილი უკვე იყო ხელისუფლებაში და ბევრ მათგანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი რეპრესიული სისტემის შექმნასა თუ გაძლიერებაში.

შეუძლებელია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აშენება, თუკი მისი მთავარი სამშენებლო მასალა პოლიტიკური პარტიები, თავად არ არიან დემოკრატიულად მოწყობილი და პრაქტიკულად წარმოადგენენ ბელადების ან პატარა ბელადუკების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს.

შეუძლებელია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის აშენება, თუკი მისი მთავარი სამშენებლო მასალა პოლიტიკური პარტიები, თავად არ არიან დემოკრატიულად მოწყობილი და პრაქტიკულად წარმოადგენენ ბელადების ან პატარა ბელადუკების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს

რატომ უნდა დავიჯერო, რომ ავტორიტარული მმართველობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები თუ მათი ლიდერ -ბელადები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შექმნიან დემოკრატიულ მმართველობის სისტემას, როცა ამას არ აკეთებენ იქ, სადაც ხელეწიფებათ, საკუთარ პარტიებში?

რა რეფორმები გვჭირდება, რათა ჩვენი პარტიების საქმიანობა ავტორიტარულიდან დემოკრატიულ პრინციპებზე გადავიდეს? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაჩნდნენ პარტიები რომლებიც იქნება მისი წევრების ინტერესებისა და იდეების გამომხატველი, როგორც არის მთელ დემოკრატიულ სამყაროში და არა პარტიები რომლებიც არიან ბელადის და მასთან დაახლოებული პირების შპს-ები?

სამწუხაროდ, მე რასაც ვხედავ, დღეს არ არის არც ერთი პარტია, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ამ ტიპის სისტემურ რეფორმებს, რომლის გარეშეც ღრმად ვარ დარწმუნებული ვერანაირ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც ცოტა ხანში კვლავ ქუჩაში გასვლა და მორიგი ბელადის თუ ბელადთა ჯგუფის უკანონოო ქმედებების გაპროტესტება მოგვიწევს.

სამწუხაროდ, მე რასაც ვხედავ, დღეს არ არის არც ერთი პარტია, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ამ ტიპის სისტემურ რეფორმებს, რომლის გარეშეც ღრმად ვარ დარწმუნებული ვერანაირ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც ცოტა ხანში კვლავ ქუჩაში გასვლა და მორიგი ბელადის თუ ბელადთა ჯგუფის უკანონოო ქმედებების გაპროტესტება მოგვიწევს

მგონი, რომ ამას გრძნობს საზოგადოებაც, ამიტომ არის ასე დაბალი პოლიტიკური ლიდერების ავტორიტეტი და ხალხის მიერ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა.

- ახალგაზრდობის, განსაკუთრებით სტუდენტების გააქტიურების ფონზე, დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციისთვის საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს იმაზე, სავარაუდოდ, თუ როგორ დასრულდება 2024 წლის არჩევნები.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რეალობას ეიფორია სჭარბობს. ფაქტია, ოპოზიცია კიდეც რომ გამოვიდეს არჩევნებზე ლოზუნგით - არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლება იმაზე მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე ეს ახლა ჩანს.

კანონის შემოტანამდე „ქართულ ოცნებას“ უპრობლემოდ შეეძლო ხმების 40- 45%-ის ფარგლებში მიღება. ახლა ალბათ უკვე ნაკლების, მაგრამ, ხელისუფლებაში 12 წლის ყოფნის შემდეგ სახელისუფლებო გუნდს იმაზე მეტი ბერკეტები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მიუხედავად ამისა კითხვას მაინც ასე დავსვამ - არჩევნებამდე 5 თვით ადრე რა შანსები აქვს ხელისუფლებას და რა შანსები აქვს ოპოზიციას?

- ხელისუფლებამ მოსახლეობის მოტყუებით, რომ არასდროს შემოაბრუნებდა აგენტების შესახებ კანონს და შემდეგ ამ კანონის ხელახლა ინიცირებით, ჩემი აზრით ფატალური შეცდომა დაუშვა. მან სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაიმტერა ამ საზოგადოების ყველაზე ენერგიული, აქტიური და მოტივირებული ნაწილი, ვისაც სურს დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას ცხოვრებაში. „ოცნებამ“ დიდი სისულელე ჩაიდინა.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, ასეთ ვითარებაში, რა შედეგით დამთავრდება არჩევნები, ეს უკვე პირველ რიგში დამოკიდებულია არა „ქართულ ოცნებაზე“, არამედ ოპოზიციურ პარტიებზე. რამდენად შეძლებენ ისინი მოახდინონ ხალხში დაგროვილი უზარმაზარი პროტესტის კონვერტაცია ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემულ ხმებში?

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჩანდეს, ასეთ ვითარებაში, რა შედეგით დამთავრდება არჩევნები, ეს უკვე პირველ რიგში დამოკიდებულია არა „ქართულ ოცნებაზე“, არამედ ოპოზიციურ პარტიებზე. რამდენად შეძლებენ ისინი მოახდინონ ხალხში დაგროვილი უზარმაზარი პროტესტის კონვერტაცია ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემულ ხმებში?

რამდენად მოახერხებენ არჩევნებისთვის სწორი კონფიგურაციის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო ურნებთან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მაქსიმალური რაოდენობის მისვლას? რამდენად ადეკვატურ სამოქმედო პროგრამას შესთავაზებენ საზოგადოებას? რამდენად მისცემენ ქვეყნის მოსახლეობას იმის რწმენას, რომ არ განმეორდება ის დანაშაულები და შეცდომები, რასაც ბოლო ორი ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი? ჯერ ჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული.

ოპოზიციაში არც ერთი მიმართულებით დიდი პროგრესი არ ჩანს. არჩევნებამდე ექვი თვით ადრე, არათუ მოსახლეობას იშვიათი გამონაკლისების გარდა არავინ ეუბნება რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არამედ ჯერ ისიც კი არ არის გარკვეული, როგორ მიდიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე, ვინ ვისთან დაბლოკდება და ვინ ვისთან ითანამშრომლებს.

ოპოზიციაში არც ერთი მიმართულებით დიდი პროგრესი არ ჩანს. არჩევნებამდე ექვი თვით ადრე, არათუ მოსახლეობას იშვიათი გამონაკლისების გარდა არავინ ეუბნება რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არამედ ჯერ ისიც კი არ არის გარკვეული, როგორ მიდიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე, ვინ ვისთან დაბლოკდება და ვინ ვისთან ითანამშრომლებს

„ქართული ოცნების“ ერთადერთი, მიზერული, მაგრამ შანსი, შეინარჩუნოს ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის ამგვარი ქმედებების გაგრძელებაა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა