თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსანდრე ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ ფონზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმებისა და ფორმატების განხორციელებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა ალიანსის წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებს.

ალექსანდრე ვინიკოვი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე როზარია პუგლისი შეცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს