ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ ბიორნ ოლე გეროუდასს საქართველოში თავდაცვის ატაშეს პოზიციაზე წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიელ დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნორვეგიის აქტიურ ჩართულობაზე, ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიელი ექსპერტების წამყვან როლზე გაამახვილა. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია