თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენება COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი “პაქსლოვიდი”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პრეპარატს ძირითადად მიიღებენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ახალგაზრდები, ვისაც მდგომარეობის დამძიმების რისკი აქვთ.

„მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს. „რემდესივირი“ დაახლოებით ასე ამცირებდა, 87 %-ით, მაგრამ “რემდესივირი“ აქამდე მხოლოდ კლინიკაში კეთდებოდა, ინტრავენური გადასხმა იყო, რაც ყველას არ მოსწონდა და არ იყო კომფორტული, თორემ „რემდესივირმა“ ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა, ათასობით ადამიანი გადაარჩინა.

„პაქსლოვიდი“ ტაბლეტირებული მედიკამენტია და ამბულატორიაში იძლევა, ანუ არის საშუალება, როგორც კი დაისმება დიაგნოზი ან ინფიცირების პირველივე დღეებში, მედიკამენტი ავადმყოფს მიეცეს და 89%-ით იყოს დაზღვეული, რომ არ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია და გარდაცვალება. ეს მედიკამენტი პაციენტს ეძლევა 3 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ. მას არ აქვს სერიოზული საწინააღმდეგო ჩვენებები. ერთადერთი წინაღმდეგ ჩვენება არის თირკმლის მძიმე უკმარისობა, რაც ძალიან იშვიათია კოვიდის დროს, ინფიცირების დასაწყისში. ასევე ღვიძლის ციროზი, რაც ასევე ძალიან იშვითია და ძლიერი ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიის რომელიმე კომპონენტზე, რაც ძალიან იშვითია. ასევე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ფაქტორი, მაგრამ ამ მედიკამენტის გამოყენება შეიძლება მასობრივად, ოღონდ ის ყველას არ მიეცემა. რაოდენობით საკმარისი შემოვა. ძალიან დიდ რაოდენობაზეა კონტრაქტი დადებული და ეტაპობრივად შემოვა, დასაწყისში საკმარისი რაოდენობით შემოვა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძვირი მედიკამენტი,რაც მსოფლიოში შექმნილა, მაგრამ საქართველოში უფასო იქნება“ ,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, სულ მალე კორონავირუსით სიკვდილიანობა კიდევ უფრო შემცირდება.

„ამბულატორიაში ძირითადად იქნება „პაქსლოვიდი“, ხოლო კლინიკაში ძირითადად „რემსდესირივი“. კლინიკაში „პაქსლოვიდი“ არ შეიძლება იმიტომ, რომ ის გამოიყენება მხოლოდ პირველ დღეებში, მხოლოდ ამბულატორიაში, როცა ავადმყოფი ჯერ კიდევ მსუბუქია. თუ ავადმყოფი მძიმეა, მას „რემდესივირი“ სჭირდება“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო