შს მინისტრის მრჩეველი - რუსმა ჯარისკაცმა უკრაინას ჯილდოს სანაცვლოდ ტანკი მიუყვანა

რუსმა ჯარისკაცმა ჯილდოს სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტანკი მიუყვანა. „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორ ანდრუსოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიციაში იდენტიფიცირებულია ტელეფონის ნომრები, რომლითაც რუსები სარგებლობენ. მისი ინფორმაციით, ამ ტელეფონების მეშვეობით უკრაინელები მათ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან, თუ როგორ ჩაბარდნენ ტყვედ რუსები და როგორც ჩააბარონ უკრაინულ მხარეს ტექნიკა.

„რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა ვინმე „მიშა“, რომელიც ეკიპაჟს შორის მარტო დარჩა, რადგან დანარჩენები სახლში გაიპარნენ, ბრძოლის გაგრძელებაში კი თავად აზრს ვერ ხედავდა. სახლში ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მეთაური დახვრეტით დაემუქრა“ , - განაცხადა ანდრუსოვმა.

მისი თქმით რუსმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარის მართვა ქაოტურია, ან საერთოდ ვერ ხდება და ჯარი დემორალიზებულია.

„მიშამ ცხოვრების მოსახერხებელი პირობები მიიღო, ომის დასრულების შემდეგ კი, მიღებს 10 000 დოლარს და შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეობაც“ , - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რუსი ჯარისკაცი ომის დასრულებამდე კომფორტულ პირობებში იცხოვრებს, სადაც იქნება ტელევიზორი, ტელეფონი, სამზარეულო და აბაზანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა