ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა მტრებისგან

ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა, მტრებისგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მეცოლას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგიისგან.

,,ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსული ენერგიისგან. ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა, მტრებისგან. დროა, ვაჩვენოთ ლიდერობა. ჩვენ ამას არამხოლოდ გარემოსდაცვითი, კლიმატის პერსპექტივიდან ვუყურებთ, არამედ მას უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც ვუყურებთ", - განაცხადა მეცოლამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს